აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია

spot_imgspot_img

“აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს” – აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შტატების დელეგაციამ კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გამოთქვა.

“5-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის.

აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.

შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს”. – ნათქვამია განცხადებაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 20 აგვისტოს, CNBC-სთან ინტერვიუში,...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და...
spot_img

ყველა ამბავი

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...