პოლიციამ „ოპოზიციურ ალიანსს“ რუსთაველის გამზირზე სცენის მონტაჟის საშუალება არ მისცა

spot_imgspot_img

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ოპოზიციურ ალიანსს” პარლამენტის ტერიტორიასთან დაგეგმილი აქციისთვის სცენის მონტაჟის უფლებას არ აძლევს.

“ოპოზიციური ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს, გოგა მემანიშვილს მიმართა, რომ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სრულად დასრულდებოდა და მოქალაქეები რუსთაველის გამზირს დატოვებდნენ, ოპოზიცია პარლამენტის წინ სცენისთვის საჭირო კონსტრუქციებს განათავსებდა.

“როცა ხალხის მოძრაობა აღარ იქნება, მერე შევალთ, დავამონტაჟებთ. აქ არაფერი ხდება, ხალხი რომ აღარ იქნება, რა მიზეზით მეუბნებით უარს? მითხრეს, რომ კონკრეტული ხარვეზებით შეავსე განცხადებაო, გავუგზავნე ახალი წერილი და პასუხი არ მოსულა. თუ პასუხი 19:00 საათამდე არ იქნება, მოვალთ და მიზეზს მეტყვით თქვენ”, – უთხრა ნიკა გვარამიამ გოგა მემანიშვილს.

თავის მხრივ, როგორც მემანიშვილმა უპასუხა, კონსტრუქციების განთავსების თაობაზე “ოპოზიციურ ალიანსს” შსს-დან პასუხი გაეცა, შესაბამისად, ახლა, კონსტრუქციების მიტანას პარლამენტთან ვერ შეძლებენ.

“თქვენ ამასთან დაკავშირებით უარი გეთქვათ. ვერ შეიტანთ. თუ რამე შეიცვლება, მოგახსენებთ. რა განცხადებითაც მოგვმართეთ, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხი გაგეცათ… დამატებითი პასუხი არ მიუღიათ და რატომ გადაწყვიტეს, რომ ვაძლევთ უფლებას, ვერ ვხვდები”, – განაცხადა მემანიშვილმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს....

გვარამია:საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ. წითლიძე:ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს

დაპირისპირება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალურ...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ,...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...