2020 წლის არჩევნებში „ოცნების“ პროგრამა მინიმუმი ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაა- კობახიძე

ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების” პროგრამა მინიმუმი ყოველი მეორე ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებაა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას 60%-იანი მხარდაჭერის მიღწევის რესურსი აქვს.

„რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება, უკეთესი. ჩვენ გვაქვს 60-პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსიც. ყველაფერი იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობაზე და საზოგადოების განწყობაც არის ჩვენს სასარგებლოდ“, – ამბობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

„არსებული მოცემულობაც გვაძლევს ჩვენ იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. ჩვენ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა 2016 წელს და მე მგონი იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა“,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

2020-ის არჩევნებთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას ახალი, წარმატებული ადამიანები შემოუერთდებიან.