შაბათი, 8 ნოემბერი , 2025, 10:56

ყოველთვიური არქივი: ნოემბერი 2020

საჩხერესთან მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:04 საათზე, საჩხერესთან, სოფელ ხარისთვალთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავე 3.5(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ნანუკა ჟორჟოლიანს წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში არ უშვებენ

ამ დროისთვის წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების ხელახალი განხილვა მიმდინარეობს.  საკუთარი ხმების დასაცავად  კომისიაში ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი მივიდა. სამართალდამცველებს საოლქო კომისია პიკეტირებული აქვს...

ცესკო დამოუკიდებელი ორგანოა, ისეთ ოქმებს აუქმებს, რომელიც ოცნებას აწყობდა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 1 პარტია პარლამენტში არ არის კარგი. ის იმედოვნებს, რომ ოპოზიცია "გონს მოეგება" და "სპეკულაციური მიდგომებით გადაწყვეტილებას...

ლარი დღესაც გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ახალი კურსის მიხედვით, ლარი დღესაც გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 4.2 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრი. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება...

ნუ ცდილობთ, იძალადოთ კანონზე და ამომრჩევლის ნებაზე – მდინარაძე ოპოზიციას

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მოუწოდებს, ნუ ცდილობენ "კანონზე და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობას". "მინდა მოვუწოდო ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არ მოსწონთ არჩევნების შედეგები, ნუ...

დღეს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების 209 შემთხვევა გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევიდან 209 სამედიცინო პერსონალია. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების...

საარჩევნო პროცესში არსებული ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას – მიხაელ ზიბერტი საპარლამენტო არჩევნებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხთა რწმუნებული მიხაელ ზიბერტი თავის ტვიტერზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება: „საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებულმა ახალმა საარჩევნო...

NDI საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გლობალური პანდემიის, ქვეყნის საარჩევნო სისტემაში შეტანილი ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ცვლილებების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და მოქმედი პარლამენტის მიმართ შემცირებული ნდობის ფონზე ჩატარდა -...

მთაწმინდაზე, სადაც ჩემი ოჯახის წევრები აძლევდნენ ხმას, 29 ხმა 3-ად გადაგვიკეთეს – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ის კონკრეტულ ოლქებსაც ასახელებს, სადაც ხმები მასშტაბურად დააკლეს. "ყველაზე მეტად ვაკვირდებოდი, რა თქმა...

პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე საუბრის ამოცანაა, ვინმე შეათრიონ პარლამენტში – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IPN-თან საუბრისას ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრები ცდილობენ ოპოზიციური პარტიები დააშინონ, რომ თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ხუყ ხუხაშვილის...