{{ARTICLEIMAGE}}
ამ დღეებში ვარსკვლავმა შავ–თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სრულიად შიშველია გადაღებული, თუმცა მკერდს ხელით იფარავს.
ჰაიდი კლუმის თამამი ექსპერიმენტი მისმა ხელმომწერებმა სათანადოდ შეაფასეს. ერთ დღეში ფოტომ 250 000 ლაიქი და ასობით საქებარი კომენტარი დაიმსახურა. მოდელმა აღნიშნა, რომ ამ თამამი ექსპერიმენტით კმაყოფილია.
“ვამაყობ იმით, რომ შენი არაჩვეულებრივი პროექტის ნაწილი გავხდი ძვირფასო რასელ ჯეიმს“ – აცხადებს ჰაიდი კლუმი.
ჰაიდი კლუმი მისი თაობის ერთ–ერთ მთავარ სექს–სიმბოლოდ ითვლება.
მოდელი უკვე დიდი ხანია იცნობს ცნობილ ფოტოგრაფს. სწორედ რასელ ჯეიმსი იღებს ყველაზე ხშირად Victoria’s Secret –ის კულისებს. ჰაიდი კი ამ ბრენდთან არაერთხელ თანამშრომლობდა.
როგორც გაირკვა, რასელ ჯეიმსი მალე წიგნს გამოსცემს, სადაც მისი ყველაზე საინტერესო ნამუშევრები შევა. აგრეთვე რჩევები დამწყები ფოტოგრაფებისთვის.
ჰაიდი კლუმი მოდის სამყაროში ცნობილია როგორც ექსპერიმენტების მოყვარული. ვარსკვლავი არასოდეს ერიდებოდა საკუთარი ფიგურის დემონსტრირებას. ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ოთხი შვილის დედაა.
მოდელი ამბობს, რომ ასაკს საერთოდ ვერ გრძნობს. ზაფხულში 45 წლის გახდა. ასაკი ხელს არ უშლის თექვსმეტი წლით უმცროს მუსიკოსთან, ტომ კალიტცთან რომანში.