7 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO–ს დაგროვება გახდა

ყაზტრანსგაზის წარმომადგენლის განცხადებით 7 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ CO- დაგროვება გახდა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბინაში გეგმიური რევიზიის დროს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი ნახეს და მოხდა მისი ჩაჭრა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად ბინის მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა. ყაზტრანსგაზი ამის დამადასტურებლად გაზის ჩაჭრის ოქმს ავრცელებს. 

შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.