ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძეც დადებითობის 4%–იან მაჩვენებელზე საუბრობს.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მოხსნილი შეზღუდვების აღდგენა მოუწევთ.
„ვფიქრობთ, რომ გარკვეული ინდიკატორები იყოს, იყოს გარკვეული დათქმა, რომ მაგალითად, უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ამ ინდიკატორზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შეზღუდვების მოხსნა. როგორც კი დადებითობის მაჩვნებელი 4%-ს ჩამოცდება, ჩვენ დავიწყებთ ფიქრს შეზღუდვების მოხსნაზე, მაგალითად ტრანსპორტის აღდგენაზე. თუ ჩვენ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით რთულ სიტუაციას და ხელახლა დაგვჭირდება უკვე მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა“, – განაცხადა მდინარაძემ.







![ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს – ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/2-218x150.jpg)







