“87 წლის არც თუ ბოლომდე ჯანმრთელ ადამიანზე ასეთი ბრალდებები ჩემთვის ძალიან მტკივნეულია”- სააკაშვილი პატრიარქზე

“ძალიან მძიმეა და ჩემს თავს არ ვაკადრებ, განვიხილო ის ბრალდებები, რომელიც წამოისროლეს საქართველოს პატრიარქის მიმართ,”– განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

“ჩემთვის ემოციურად მძიმე საკითხია, ვერ იქნები მხოლოდ გარეშე დამკვირვებელი, მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, მე ვარ ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ბევრი რაღაცა გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო, იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო. მინდა გითხრათ ძალიან მძიმეა ჩემთვის განვიხილო ის ბრალდებები რომელიც წამოსვრილია პატრიარქის მიმართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ 87 წლის არც თუ ბოლომდე ჯანმრთელ ადამიანზე ასეთი ბრალდებები რაში ჯდება, მე არ ვიცი მტკივნეულია ჩემთვის ამ ყველაფრის ყურება “