ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ -აკია ბარბაქაძე

ყირიმი რუსეთისთვის იყო „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და გუშინდელი დარტყმებით, ისიც ჩაეძირათ –  ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითიც  ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება.

„ეს ფაქტი შეგვიძლია შევადაროთ კრეისერ „მოსკოვის“ ჩაძირვას. ის თუ იყო რუსული ფლოტის სიამაყე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყირიმი რუსეთისთვის არის „ჩაუძირავი ავიამზიდი“ და ამ დარტყმების შედეგად, ეს „ჩაუძირავი ავიამზიდიც“ ჩაეძირათ. ფაქტობრივად, ყირიმი რუსეთის ჯარების ბაზირებისათვის უსაფრთხო აღარ არის – ეს ის მოცემულობაა, რომელსაც რუსები უნდა შეეგუონ. რეალურად, უკრაინის ტერიტორიაზე არ არსებობს ადგილი, სადაც რუსულმა დაჯგუფებებმა უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნონ თავი და ეს გუშინ ოფიციალურად გაფორმდა.

ჯერჯერობით ეს მასიური შეტევა არ არის. მასიური შეტევა იქნება მაშინ, როდესაც სახმელეთო ჯარები, ავიაძალები და ა.შ. ერთობლივი მუშაობით შეუდგებიან საქმეს, რასაც მოჰყვება რუსული სამხედრო შენაერთების ალყაში მოქცევა ან ფიზიკურად განადგურება. იმ რუსეთუმეებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ რუსებს ჰქონდათ შანსი, გუშინდელი ოპერაციის შემდეგ შეუძლიათ ჩაინიშნონ დღე, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წაგება გაფორმდა“, – განაცხადა ბარბაქაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ათზე მეტი აფეთქება მოხდა. სასწავლო– საწვრთნელი კომპლექსი “ნიტკა“ და საბრძოლო მასალების საწყობი იყო განთავსებული. აეროდრომი ქალაქების – საკის და ნოვოფედოროვკის სიახლოვეს მდებარეობს.

ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ.

  • ”აღნიშნული ავიაბაზა ქალქ ნიკოლაევიდან 300 კმ მეტი დაშორიებით მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ეს შესაძლოა რუსების მორიგი რაკტების გაშვების ეგრეთ წოდებული Fail Start-ის შედეგად გამოწვეული აფეთქებებია, რადგან აქედან ბომბავდნენ P-800 Oniks-ისა და K-3000P Bastion-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით ოდესისა და ხერსონის ოლქებს, ან კიდევ უკრაინამ ნამდვილად მიიღო MGM-140 ATACMS ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები რომლის საცეცხლე დაფარვის რადიუსი 300 კილომეტრია… ნოვოფედოროვკას სამხედრო ავიაბაზა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილია ოკუპირებულ ყირიმში სადაც განთავსებული იყო როგორც საფრონტო ბომბდამშენები, საარმიო ავიაცია და ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები რომლებსაც რუსების სახმელეთო მიზნებისათვის იყენებდნენ, აფეთქებების მასშტაბებიდან გამომდინარე თუ ვისმჯელებთ რამდენიმე მილიონი და რუსული ოცნება უკრაინის დაპყრობის შესახებ ჰაერში გაიფანტა…” – აცხაედბს რუსლან შავაძე. 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

  • “ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.”

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადრლობა აცხადებს, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომ “საკიზე” აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა.

პოპულარული

კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ 548 პატიმარს სასჯელი შეუმსუბუქეს

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფ...

ნახეთ წამყვანი, რომელიც არ უსმენდა საკუთარი თავის გარდა არავის – პაპუაშვილი „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე

"თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას"...

უკრაინელებმა დრონებით კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით...

უკრაინის სასამართლომ არახამიას შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გამოძიების დაწყება დაავალა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 ნოემბერს გენერალურ პროკურორ ანტონ...

მერცი: კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკის ცვლილებას არ ველი

მერცმა განაცხადა, რომ კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკაში...

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თავს დაესხნენ” – ძარცვის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისში წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით,...

თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება!...

ყველა ამბავი

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:

11 ნოემბრის #საკვირველიდღეები:2 000 მბ + 100 წთ (საქართველოში) - 7₾ ულიმიტო წთ (საქართველოში) - 14₾ 50 000 მბ - 22₾ 9...

ირანის მუქარის გამო, ამერიკამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ავიაციის ნაწილი გაიყვანა

აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის შესახებ მიღებული სადაზვერვო...

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის ჰოსპიტალში ჯარისკაცი გარდაიცვალა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში 21 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ინფორმაციას...

არ ვაპირებ რეჟიმთან თანამშრომლობას და ასე იქნება დარჩენილი სასჯელის ვადაში – მუსელიანცის წერილი ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მიუხედავად არაერთი კორესპონდენციისა, რომელშიც მას შეწყალების...

თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ. როდის გადაწყვიტეთ, რომ ასე საუბრის უფლება გაქვთ? – გვარამია ნადარაიას

ასე ცალმხრივად პროცესის ჩატარება არ გამოვა! მალაპარაკეთ თუ შეიძლება! ამის შემდეგ თქვენი აცილების შუამდგომლობას დავაყენებ, რანაირად მელაპარაკებით, როდის გადაწყვიტეთ,...

ჩვენ ღია ვართ დისკუსიებისთვის თანასწორობის პრინციპით, ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია – კირცხალია

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს,...

ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო “ქართულ ოცნებას” ჩინეთთან თანამშრომლობის გამო აქებს

"ჩინეთთან თანამშრომლობა საქართველოზე დასავლეთის ზეწოლას ანეიტრალებს" და "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გამო დადებითად აფასებს - ამ სათაურით აქვეყნებს...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი მიწერილ წერილში ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მოუწოდა, „სამართლიანი წვლილი“...

პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, ბიზნესმენმა რომელიც პატიმრებს უვარგისი, მატლებიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების მომარაგების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო."პატიმრების...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები შეიყვანა. რა ვიცით რუსეთის დელეგაციის წევრების - ვლადიმირ მედინსკის, სერგეი...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის თანახმად, რუსული ბოტების ქსელი „მატრიოშკა“ საფრანგეთის მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით...