spot_img
spot_img
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2026, 18:47

თბილისის მერია რუსული Метровагонмаш-სგან €49 მილიონად, მეტროს ვაგონებს შეისყიდის

თბილისის მერია მეტროსთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს. აღნიშნულ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  რუსული კომპანიისგან ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულება აღარ შეწყდება.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, EBRD-ის 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ცვლილებები დამკვეთის, ანუ თბილისის მერიის ფინანსური რისკებისგან თავის არიდების გამო მოხდა და დააზუსტა, რომ რუსული კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქცირებული არ არის.

„ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასად ჩვენ ალტერნატიული მომწოდებლისგან ვაგონების შესყიდვას ვერ შევძლებდით და ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე რომ გადავსულიყავით შესყიდვა 30-35%-ით გვიძვირდებოდა, ვეცადეთ არსებულ მომწოდებელთან მოლაპარაკებები ისე დაგვესრულებინა, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დაგვეზღვია. ამ პირობებს მივაღწიეთ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმდა ყოველი ეტაპი და თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა. ამ კონტრაქტით დაიწყება ვაგონების დამზადება და ვიმედოვნებთ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადაში მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ შეძლებდა წარმოებას, ჩვენ გადახდილი თანხისა და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ უნდა დავრჩენილიყავით. ცვლილებების მიხედვით ჯერ ვაგონების მოწოდება და ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდება და მხოლოდ იმ პორციას ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა“, – უთხრა ხმალაძემ BM.GE-ს.

ცნობისთვის: EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ 2021 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.

Метровагонмаш-მა დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების 44 ვაგონი უნდა მიაწოდოს. ლარებში შესყიდვის ღირებულება 172 მილიონია.

2022 წლის 11 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო რომ EBRD-მ „მეტროვაგონმაშთან“ ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. კალაძემ თქვა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი საერთაშორისო სანქციები გახდა, რომელიც კომპანიას ემუქრებოდა. მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა თბილისის მერიისა და EBRD-ის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

წყარო : BM.GE

პოპულარული

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი "...

კიევის ასობით მცხოვრები მერ კლიჩკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა

კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის...

“დაიხარჯა ₾722 645” – “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის...

რუბიო: რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის განსახილველად ტრამპს 60 დღემდე დასჭირდება

რუსულ ექსპორტთან დაკავშირებული სანქციებისა და ტარიფების მოქმედების შეჩერებიდან მეორე...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „ტვ ფორმულას“ წამყვანსა...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით...

საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა და გართულება გრიპის ვირუსითაა გამოწვეული – ჩხაიძე

"საქართველოში 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან ყველაზე მძიმე მიმდინარეობა...

ყველა ამბავი

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...

ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...