„როგორც უკრაინაში ვხედავთ რა ხდება, ასევე მოლდოვაში, ამ თემაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აქედან არ უნდა გამოვრიცხოთ საქართველოს საკითხიც. რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან, სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო დესტაბილიზაციის ეს პროცესი, ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის იმისათვის, რომ ამუნიცია შეეძინათ დაეხარჯათ თანხები, რათა დესტაბილიზაციის პროცესს ჰქონოდა შეუქცევადი ხასიათი. ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა“
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.