პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე განაჩენი 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე გამოცხადდება – ამის შესახებ მოსამართლე ლელა კილიჩენკომ სასამართლოზე ისაუბრა.
ზვიად რატიანმა დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ მისი უფლებები იზღუდება. რატიანი ყვება, რომ მესამე კვირაა, არც პაემანს უნიშნავენ, არც ბლოკნოტს აძლევენ და ვერც ციხის მაღაზიაში ყიდულობს კალამს.
რატიანი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 24 ივნისს დააკავეს.მას ბრალი ოფიციალურად 25 ივნისს წარუდგინეს. პროკურატურა რატიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს















