რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის ოლქში დნიპროვსკის რაიონი დაბომბეს – 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის, თქმით, დაშავებულებიდან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსულმა თავდასხმამ ასევე დააზიანა საცალო ვაჭრობის ობიექტები, რამაც შენობებში ხანძარი გამოიწვია.