ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც საუკუნის მნიშვნელობის სიკეთე, პრაქტიკულად, გაანადგურა. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, რომლისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის მუდმივად ღია ვერ იქნება. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას მხოლოდ დიდი ძალისხმევით შევძლებთ. ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს ჩვენთვის თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ, რომ ის რუსებს ჩავაბაროთ.
ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!












