რას ნიშნავს ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება – იურისტის განმარტება

spot_imgspot_img

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი აამოქმედა. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს. ამ მექანიზმის ფარგლებში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესასწავლად ექსპერტების მისია ჩამოვა.

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

ეს მექანიზმი გამოყენებული ყოფილა ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა – რუსეთი, თურქმენეთი, ბელარუსი. 1990 წლიდან ეს მექანიზმი მეჩვიდმეტედ გააქტიურდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე განმარტავს, რას ნიშნავს ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება:

“მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად საერთაშორისო აქტორების მხრიდან და საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია უკვე ძალიან მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგში (რუსეთის, ბელორუსი) ხდება.

უფრო ზუსტად, მოსკოვის მექანიზმი არის ეუთოს (OSCE) ადამიანის განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და იშვიათად გამოყენებადი ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა და შეშფოთებას იწვევს. ის წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ სიგნალს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა მკვეთრად ირღვევა, შიდა და ტრადიციული მონიტორინგისა და ანგარიშალდებულების მექანიზმები არ ყოფნის კრიზისს და საჭიროებს გადაუდებელ საერთაშორისო ჩარევას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მექანიზმის გამოყენებას არ სჭირდება ხელისუფლების თანხმობა, რაც თავისთავად მიუთითებს საერთაშორისო ნდობის სერიოზულ დეფიციტზე.

ცხადია, ეს მექანიზმი საბოლოოდ გააძლიერებს მონიტორინგს და ზედამხედველობს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ მიღებული დასკვნები გავლენას მოახდენს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე და ოფიციალურ ხედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში”, – წერს ის Facebook-ზე

მექანიზმის გააქტიურების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) ეუთოში შვედეთის წარმომადგენელმა, ანა ვრანმა 24 ქვეყნის სახელით მიმართა:

“ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველომ იკისრა ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. საქართველომ ასევე აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა არის აუცილებელი ფაქტორი მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობისთვის.

2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთების გამოსახატად და დამატებითი ინფორმაციის მოსათხოვად ეუთოს ვენის მექანიზმი აამოქმედა. ჩვენი დელეგაციები, ისევე როგორც სხვა დელეგაციები, არაერთხელ აყენებდნენ ამ საკითხებს მუდმივ საბჭოში, ვინაიდან გვჯერა, რომ საბჭო წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს.

თუმცა, ჩვენი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის [უფლებების] განზომილების სფეროში საერთო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით მხოლოდ გაიზარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულებების შესრულების თანამშრომლობითი განხილვის შესახებ და განსაკუთრებით ასტანაში მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებული შეთანხმების გახსენებით, რომლის მიხედვითაც “ადამიანის უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებები წარმოადგენს ყველა წევრი სახელმწიფოს პირდაპირ და ლეგიტიმურ ინტერესს”, ჩვენ ვეყრდნობით 1991 წლის მოსკოვის კონფერენციის დოკუმენტის მე-12 პუნქტს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად, განსაკუთრებული ყურადღებით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებზე.

[…]

ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პასუხს 2024 წლის ვენის მექანიზმის ფარგლებში დასმულ კითხვებზე და მოვუწოდებთ საქართველოს ითანამშრომლოს მისიასთან და მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მის საქმიანობას. მსგავსი ჩართულობა წარმოაჩენდა კეთილ ნებასა და კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის მზადყოფნას. გახსენებთ, რომ მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მისიის საქართველოს შეუძლია მისიის ერთი წევრი შეარჩიოს ადამიანის [უფლებების] განზომილების მექანიზმის ექსპერტთა სიიდან, რომელსაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აწარმოებს.

მისიის ორგანიზების საკითხებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს”.

spot_imgspot_img

პოპულარული

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა...

აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 20 აგვისტოს, CNBC-სთან ინტერვიუში,...

„სისტემური წამება ციხეში” – ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

პატიმრობაში მყოფი, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს -...
spot_img

ყველა ამბავი

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ Telegram-ში განაცხადა კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ვენიამინ...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...