შსს-ს მოვუწოდებთ, ჟურნალისტების დევნა შეწყვიტონ – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკისქარტია შსს-ს მიერ მედიის 3 წარმომადგენლის: ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას, ნეტგაზეთის ჟურნალისტის, მარიამ ძიძარიას და ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის მიმართ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “გზის გადაკეტვის” ბრალდებით დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე პროტესტს გამოთქვამს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ჟურნალისტთა სამართლებრივ დევნას პროტესტის გაშუქებისას, უდგენს რა მათ სამართალდარღვევის ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სრულიად აშკარაა, რომ ისინი კონკრეტულ ლოკაციაზე პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ.

შსს ტაბულას ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას 7 თებერვალს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება. ტაბულას ინფორმაციით, ამ დროს მარიამ კუპრავა პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „შაბათის მარშს“ აშუქებდა.

შსს იგივეს ედავება ნეტგაზეთისჟურნალისტს, მარიამ ძიძარიასაც, ოღონდ 31 იანვარს. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ დროს მარიამ ძიძარია „შაბათის“ მარშს აშუქებდა. მას ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა სამხრე ნიშანი PRESS და ჟურნალისტის ე.წ. ბეიჯი, და მუშაობდა კამერით ხელში.

მარიამ კუპრავას და მარიამ ძიძარიას საქმეებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

ასევე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შსს 18 თებერვალს ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს. მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები 6 მარტს გამოიკვლია და გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. გიორგი თარხნიშვილის ადვოკატის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ფოტოგრაფი იმ საღამოს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – მას ჰქონდა მაინდენტიფიცირებელი ნიშნები, როგორიცაა წარწერა PRESS და ე.წ. ჟურნალისტის ბეიჯი, და მუშაობდა დიდი ზომის პროფესიული კამერით ხელში”. – წერია განცხადებაში. შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ. ჟურნალისტებსა და მედიაზე სისტემური წნეხი ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს”. – წერს ქარტია.

პოპულარული

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო...

“საოპერაციო ბლოკში შესაყვანად ვამზადებთ”- დავით ფეიქრიშვილი კვლავ ვივამედში გადაიყვანეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციური დაწესებულებიდან დავით...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და...

მილანში არეულობებისა და პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნიან

იტალიის მინისტრთა საბჭო (მთავრობა) მილანში 500 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის....

ყველა ამბავი

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...