სპეცოპერაცია თბილისში – საქართველოს ერთ და უკრაინის 7 მოქალაქეს ბრალი წარედგინათ

 

 

დაკავებულებმა ბრალის წარდგენის დოკუმენტზე წარწერა – “სლავა უკრაინა“ გააკეთეს.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ და დანაშაულთან არანაირი კავშირი  აქვთ.

ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

პოლიციის სამმართველოსთან, სადაც ბრალდებულებს კითხავდნენ, უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემეჩენკოც იმყოფებოდა. ფაქტი პროვოკაციად შეაფასა.

“საქართველოში ოფიციალურად, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვედი. ბიჭები აქ ჩამოვიდნენ დასასვენებლად და მეგობრებთან შესახვედრად. არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული. მათ ყოველდღე ვხვდებოდი და შემიძლია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობო,  სად და ვის ხვდებოდნენ ისინი. მათ მეგობრების ოჯახები მოინახულეს, მაგრამ რატომღაც გამოძიებას ეს არ აინტერესებს,”-განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა სიმიონ სემერჩენკომ.

როგორც ცნობილია, 2 დეკემბერს სპეცოპერაცია თბილისში  ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ამავე უწყების ინფორმაციით, „გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს; უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს“.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

 

პოპულარული

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და...

დააკავეს სამი პირი, რომლებიც შვილებს, მათ შორის, აიძულებდნენ ცოლად გაჰყოლოდნენ თანასოფლელ მამაკაცებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების...

“დაიხარჯა ₾722 645” – “ოცნების” მთავრობის ადმინისტრაცია ილია II-ის დაკრძალვის ხარჯებს ასაჯაროებს

"ქართული ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის...

რუსების ოფიციალური წარმომადგენლობა მუდმივად ცდილობს [სანაია] დაატყვეოს – ხაბეიშვილი

რუსებმა ჯერ აფხაზეთიდან გამოდევნეს და საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციეს,...

ყველა ამბავი

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს მდგომი ჟანრი იყო. დღეს სურათი საპირისპიროა: 2026 წელს საშინელებათა ფილმებზე...

ქართული წარმოების სუნელ-სანელებლებში აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა. როგორც მათ მიერ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული...

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...