საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი პარტიებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს

spot_imgspot_img

 

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა.

 

“ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების ადმინისტრირება ეფექტურად და მოწესრიგებულად განხორციელდა.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ პროცედურული დარღვევები და შეცდომები დაფიქსირდა, არ მიგვაჩნია, რომ მათ არჩევნების შედეგები შეეცვალა. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ არ ველოდით ამომჩევლის აქტივობის ასეთ გაზრდას და ასევე გაკვირვებული ვართ არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების რიცხვობრივი უპირატესობით”.”


IRI ასევე გაკვირვებულია იმით, რომ ის თემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორიცაა უმუშევრობა, პენსიები, სახელფასო ზღვარი და სხვა ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკური დისკურსის ან დებატების ნაწილი არ იყო.

ორგანიზაცია პირობას დებს, რომ “მომავალში გულმოდგინედ გააგრძელებს” პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას იმაში დასარწმუნებლად, რომ კამპანიები იმის ნაცვლად, რომ ნეგატიურ თავდასხმებზე იყოს კონცენტრირებული, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაფუძნებული და პროაქტიური გახდეს.

საარჩევნო ციკლის განმავლობაში, IRI ყველა მონაწილეს მოუწოდებდა არჩევნების დასრულების შემდეგ მისი შედეგები ეღიარებინა. “მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს ყველანაირი უფლება აქვთ საჩივრები შეიტანონ სათანადო ლეგალური არხების გავლით, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დემონსტრაციები და გრძელვადიანი დემონსტრაციების მოწოდებები დაარღვევს დემოკრატიული პროცესის არსს. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არა მხოლოდ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არამედ დაიწყებს მომავლისთვის მოსამზადებელი აქტიური ზომების მიღებას, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.”

IRI აცხადებს, რომ “ჯერ ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება, არჩევნების შემდეგ, რამდენად გაძლიერდა ან დასუსტდა სახელმწიფო, როგორც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყანა.” საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით აქვს აღებული.

spot_imgspot_img

პოპულარული

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა"...

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ,...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის...

ოპერაცია კოდური სახელით „Forrest Gump“: ჩხრეკები და კორუფციული სქემა უკრაინაში

19 აგვისტოს დილით უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა ბიურომ (НАБУ)...

აშშ ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს – სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 20 აგვისტოს, CNBC-სთან ინტერვიუში,...
spot_img

ყველა ამბავი

იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტების საკითხზე კონფლიქტი მწიფდება

იტალიასა და გერმანიას შორის უთანხმოება ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ბედთან დაკავშირებით მწვავდება, — წერს სააგენტო dpa. იტალიის ვიცე-პრემიერმა და ტრანსპორტის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს, რომელმაც სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო. მის წინააღმდეგ წინა დღეს არასრულწლოვანზე სექსუალური...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან დაკავშირებული, უპრეცედენტო კიბერშეტევის შედეგად დიდ ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს, —...

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში - ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია და 2022 წლიდან...

ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. გერმანიის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იარაღი რუსეთის დაკვეთით მკვლელობებისთვის იყო განკუთვნილი

გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ წელს ბერლინის მახლობლად, ტყეში იარაღისა და ვაზნების სამალავი აღმოაჩინეს. როგორც წამყვანი გერმანული მედიასაშუალებები იუწყებიან,...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას სხვა სიმსივნეების სამკურნალოდ....

ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა-დნმ-ის ტესტმა სამეფო წარმომავლობა დაადასტურა

26 წლის ბელგიელი ავტომობილების გამყიდველი პრინცი გახდა მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის მეფის ძმის, პრინც ლორანის შვილად ოფიციალურად აღიარეს. კლემან...

შვეიცარიის ალპებში სუპერმდიდრებისთვის მიწისქვეშა საცავებს აშენებენ – ფასები ნახევარი მილიონი ფრანკიდან იწყება

შვეიცარიის ალპების ქვეშ, ას მეტრზე მეტი სისქის კლდის სიღრმეში, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანებისთვის გიგანტურ მაღალდაცულ საცავებს აშენებენ. იქ შესაძლებელი იქნება...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს - ამის შესახებ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე, ფრონტზე მოწინააღმდეგისთვის ვითარების გართულებასთან ერთად, კიევი, მისი შეფასებით, უფრო...

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში Su-24M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურა

~უკრაინულმა ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე, რუსული Su-24M ტიპის ტაქტიკური ბომბდამშენი და აეროდრომზე განთავსებული ოთხი ერთეული ტექნიკა გაანადგურეს.ინფორმაციას,...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი,...