პრემიერი: ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში

spot_imgspot_img

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე ქართული დიპლომატიის მიღწევებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო 5 პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციული არჩევანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია, ამ მიმართულებით კი წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება.


ის, რომ “ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას”, პრემიერი ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელ გამოხატულებად აფასებს.


ბახტაძის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ამის რამდენიმე მაგალითზეც გაამახვილა ყურადღება.


“დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ბრიუსელში გავმართეთ უნიკალური ფორმატის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და კოლეგა ევროკომისრებთან. ამ ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ევროკომისართა ფართო შემადგენლობა მონაწილეობდა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. ასევე ხაზგასასმელია 11-12 ივლისს გამართული NAთO-ს ბრიუსელის სამიტი, როდესაც პირველად მოხდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო NAთO-ს მხრიდან. სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული NAთO-ს-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს NAთO-ს-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. ჩვენმა მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები”.

პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში. მისივე შეფასებით, სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში იდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ყველა დონეზე კეთდებოდა მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; აგრეთვე ვრცელდებოდა მოწოდებები რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შეშფოთება მაღალ დონეზე გამოხატეს ასევე აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოში ჩამოსულმა პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.


მამუკა ბახტაძემ აშშ-სთან ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რისი ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული საკანონმდებლო აქტი. “მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის და საქართველოს გვერდში დგომისთვის. ამ ორპარტიულ საკანონმდებლო აქტში წამოჭრილია ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმულია სწორი აქცენტები და გაკეთებულია ძლიერი გზავნილები ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა”.


პრემიერმა აღნიშნული დოკუმენტიდან მთავარი გზავნილები გამოყო: დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და, შესაბამისად, ეხმიანება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორპარტიული აქტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების შემოღებას.


პრემიერის შეფასებით, ქართული დიპლომატიის დამსახურებაა აგრეთვე ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადაიდგა და, რაც მთავარია, ამ ურთიერთობის დინამიკა სულ უფრო მზარდია.


“ამ მხრივ გამოვყოფდი წარმატებულ ვიზიტებს ბრიუსელში, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე მაღალი რანგის შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ვიზიტები შედგა ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში. სულ უფრო მტკიცდება ტრადიციულად მჭიდრო კეთილმეზობლური კავშირები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან.


პრემიერმა დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავზეც ისაუბრა.


“წელს ჩვენმა ქვეყანამ მასშტაბურად აღნიშნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართული დიპლომატიის წარმატებული მუშაობის დასტურია ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მრავალი ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციების სტუმრობა თბილისში და ასევე ჩვენი საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ბევრი ცნობილი ადამიანის მონაწილეობა”.


აღნიშნა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელლობა.


“მინდა განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც უნიკალური კულტურისა და ლიტერატურის ქვეყნისადმი, დაინტერესება, ასევე მისი საერთაშორისო ცნობადობა და საქართველოს პოპულარობა”.



საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამართავენ.



“ელჩების კონფერენცია 2018” 21 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი პრესკონფერენციით დასრულდება.








spot_imgspot_img

პოპულარული

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის...

„სისტემური წამება ციხეში” – ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

პატიმრობაში მყოფი, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად...

მოსკოვი თბილისისგან ახალი რეალობის აღიარებას, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას და დამნაშავეების დასჯას ელის

მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას“ და...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა...

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ...

რუსეთი რთულ პირობებშიც ჩაატარებს არჩევნებს — უკრაინის მხრიდან თავდასხმები სულ უფრო სასტიკი ხდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...