საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა სადაც, ე.წ. ქოლცენტრის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმე დაიკითხა. საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას სუს-ის მფარველობის სანაცვლოდ.
„ქოლცენტრის ეპიზოდზე დაკითხული იქნა მოწმე. ის წარმოადგენდა ერთ-ერთი ქოლცენტრის თანახელმძღვანელს. მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტული თანხა გადაეცემოდა დანარჩენ პარტნიორებს, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას. მათი როლი განსაზღვრული იყო იმით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუწევდა მფარველობას, შესაბამისად აღნიშნული თანხა ქრთამის სახით გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს.დროის სხვადასხვა პერიოდში გადაეცა სხვადასხვა თანხა, ქოლცენტრის მოგებიდან გამომდინარე ხდებოდა პროცენტის დათვლა. ის მეწილეები, ვისზეცაა საუბარი, ბუნებრივია დაიკითხებიან სასამართლოში“, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.















