ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება – ადვოკატი

“ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, აქვს მოძრაობის გაძნელება ” – ამის შესახებ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

„დღევანდელი ბრიფინგი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ.

უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.

ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი.

ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.

ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი – მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.

იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“,- აღნიშნა თუთბერიძემ.

პოპულარული

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, და წერს,რომ რუსთავი 2-მა, არასწორად...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება...

ყველა ამბავი

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის...

ბენღაზიში გაჩერებულ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქებები მოხდა. ლიბიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მას დრონებით დაესხნენ თავს

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა...

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...

რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ...

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...