სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება

spot_imgspot_img
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.
სტრასბურგმა დღეს, 23 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელსაც ჰქვია „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ და საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება.
ქართველ მეომრებს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა.ECHR-მა დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები.
სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) დაირღვა როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან ბატონი უშანგი სოფრომაძე, ბატონი კახაბერ ხუბულური და ბატონი გიორგი ანწუხელიძე პატიმრობაში ყოფნის დროს დაიღუპნენ.
დაირღვა ასევე კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტით, რადგან უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური, გიორგი ანწუხელიძე, დავით მალაჩინი, ზაზა კავთიაშვილი, იმედა ქუტაშვილი, მალხაზ მელაძე და კახაბერ ზირაქაშვილი აწამეს.

სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს, ანუ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის:

  • 65,000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს;
  • 65,000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს;
  • 65,000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს;
  • 40,000 ევრო თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის შესახებ და მიუთითა, რომ აქტიური საომარი მოქმედებებით გამოწვეული ქაოსის მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებდა ეფექტურ კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე და შესაბამისად, სამართლებრივად პასუხისმგებელი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევებზე
spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის...

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ...

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა...

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია...

გერმანია რუსეთის შეკავებისთვის €12 მილიარდის ღირებულების შორი მოქმედების იარაღის არსენალს შექმნის

გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და...

მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ მეცნიერები სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგაც ცდიან mRNA-ვაქცინებს

Moderna-სა და Merck-ის მიერ შექმნილი პერსონალიზებული მელანომის საწინააღმდეგო ვაქცინის...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...