1-ელ ოქტომბრამდე ვინც განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება – დარახველიძე

spot_imgspot_img

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თუ პირი 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაში იმყოფება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

კანონპროექტის თანახმად, შემოდის ბინადრობის ახალი კატეგორია – “საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა”, რომელიც მუდმივი არ იქნება.

“სისხლის სამართლის კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ერთი ფიქციურ ქორწინებას ეხება. ერთ საკითხს დავაზუსტებ, რომ თუკი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას, იგი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ანალოგიური ჩანაწერი გვაქვს ნარკოტიკებთან, იარაღთან მიმართებაში. ასე რომ, აქაც ჩნდება შანსი, რომ თუკი შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული პიროვნება და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, ეს ადამიანები გათავისუფლდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან”. – განაცხადა დარახველიძემ.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეზე ქორწინებისას უცხო ქვეყნის მოქალაქე პირველ ჯერზე იღებდა უვადო ბინადრობის მოწმობას. ცვლილების თანახმად, ქორწინების შემდეგ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ორ-ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

დარახველიძის განცხადებით, “ბინადრობის გაცემამდე, უცხოელსა და მის ქართველ მეუღლეს მოუწევთ კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა და თუ ამ გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა და გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.”

 

spot_imgspot_img

პოპულარული

დააკავეს 5 პირი, რომლებმაც ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონი გასტაცეს

შსს-ს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით...

თურქეთმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა

თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დასაკავებლად ინტერპოლის „წითელი ცირკულარის“...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის...

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო —...
spot_img

ყველა ამბავი

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...