ირანმა და აშშ-მა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს

ირანმა შაბათს, 27 ივნისს, განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევის საპასუხოდ, „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რომელი სამიზნეები დაზიანდა და სად მდებარეობს ისინი.

თეირანი ვაშინგტონის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევს აშშ-ის ავიაციის დარტყმებს ირანში მდებარე სამიზნეებზე. ეს დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც 25 ივნისს ირანმა კამიკაძე-დრონით შეუტია სატვირთო გემ Ever Lovely-ს, რომელიც ჰორმუზის სრუტიდან, ომანის სანაპიროს გასწვრივ გამოდიოდა. გემი სინგაპურის დროშით გადაადგილდებოდა.

თეირანმა სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ქვეყნები გააფრთხილა იმ შედეგების შესახებ, რომლებიც მათ ელით, თუ საკუთარ ტერიტორიას ირანზე თავდასხმებისთვის გამოიყენებინებენ.

რა არის ცნობილი აშშ-ის ბოლო დარტყმებზე ირანში

წინა დღეს, 26 ივნისის საღამოს, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ — CENTCOM-მა — განაცხადა, რომ ირანზე დარტყმები განახორციელა „გადამწყვეტი პასუხის სახით გუშინდელ თავდასხმაზე სავაჭრო გემზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილდებოდა“.

ირანული მედიის ცნობით, 27 ივნისის ღამით აფეთქებები ისმოდა ირანის ქალაქ სირიკში. ეს ქალაქი ირანის სამხრეთში, ჰორმოზგანის პროვინციაში, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. სააგენტო dpa აღნიშნავს, რომ სირიკი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. დარტყმების შესახებ ცნობები კეშმის კუნძულიდანაც ვრცელდებოდა. ამ მონაცემებით, შეტევა დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა.

ირანის თავდასხმა Ever Lovely-ზე ჰორმუზის სრუტეში

Ever Lovely-ზე ირანის თავდასხმა პირველი იყო ჰორმუზის სრუტეში 17 ივნისს აშშ-სა და ირანს შორის ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. შეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აკვატორიის განბლოკვას ითვალისწინებდა.

თავდასხმა სულ რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გემებისთვის უსაფრთხო გავლა მხოლოდ ირანის მიერ კონტროლირებადი მარშრუტებით იქნებოდა უზრუნველყოფილი, აღნიშნავდა CNN.

ამ თავდასხმის შემდეგ გაეროს სტრუქტურაში შემავალმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ — IMO-მ — შეაჩერა სპარსეთის ყურის რეგიონში დაბლოკილი ასობით გემისა და 11 ათასზე მეტი მეზღვაურის ევაკუაციის ოპერაცია. ეს გემები რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ იყვნენ გაჩერებული. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა კვლავ დაიწყო ზრდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 26 ივნისს ირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის „სულელურ“ დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტით მოძრავი გემების მიმართულებით სულ მცირე ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ამის შესახებ ტრამპმა  Truth Social-ში დაწერა.

პოპულარული

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული...

„პუტინი და სი ჩვენთვის მეგობრები არ არიან“-როგორ გამოეხმაურნენ დასავლეთში შენჟენში ტრამპის სამიტს

ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების ისტორიაში...

ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ Sotheby’s-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – ეძებენ ორს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში...

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან – ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებაზე

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი,...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა -...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის...

ყველა ამბავი

1 იანვრიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება

არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებისთვის 2025 წელს შექმნილი სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 2027 წლის 1 იანვრიდან იხურება. ამის შესახებ დადგენილებას...

“ახლა ამ “დუბინკით” გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეშიო” – ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ."დაკავების შემდეგ, 2 თანამშრომელი ჩემგან ითხოვდა...

მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა და ისეთი გაზქურა, ცეცხლი თუ არ უკიდია, გაზს კეტავს – ფონიჭალაში დაშავებულის მამა

" მე მქონდა მარტო ცენტრალური გათბობა, მქონდა გაზქურა. ცენტრალურ გათბობას რაც შეეხება, ჩემი ბიჭი არც ცდილობდა მის ჩართვას, გაზქურის...

არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას – ვოლსკი

არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს...

ელჭექი, თოვა, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, 4-5 ბალიანი შტორმი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის...

გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი დაიღუპა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა.  კაცი დაპირისპირების დროს დაცემის შედეგად დაიღუპა.შსს-ს განცხადებით, დაპირისპირებაში...

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე – კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს...

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე თბილისში დაეშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ტურბულენტურ...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე  გააძევეს. ქვეყნიდან გააძევეს პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის,...

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ანატოლი გიგაურმა ციხე დატოვა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.გიგაურს სასჯელის ვადა...

74 შოლტი „ზნეობის შეურაცხყოფისთვის“–ირანში ცნობილი მომღერალი ჰიჯაბის გარეშე გამოსვლისთვის დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარსთუ აჰმადი და მისი მუსიკალური ჯგუფისა და გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი გააშოლტინა: თითოეულმა 74 დარტყმა...

რუსეთმა ესტონეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაში დაადანაშაულა

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მარკუს იუხტეგის „ტალინის მახლობლად თავდაცვის მრეწველობის...