გილაურთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს – ხოშტარია

spot_imgspot_img

“გილაურთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს ” -აცხადებს საპატიმრო დაწესებულებიდან „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

„თავს ვალდებულად ვთვლი, ნიკა გილაურთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს გავცე პასუხი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კითხვები როგორ და რატომ გაჩნდა. საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს, არ გვენდოს, გაგვაკრიტიკოს. ჩვენ კი გვაქვს ვალდებულება – ვუპასუხოთ ყველა მათ კითხვას. ასევე, ნიკა გილაურის წინაშეც ვგრძნობ ვალდებულებას, მასთან თანამშრომლობის შესახებ სრულიად გულწრფელად ვთქვა სიმართლე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არასწორად მიმაჩნია ნიკა გილაურზე მხოლოდ გვარამიამ ილაპარაკოს, რადგან მასთან პირადი თანამშრომლობა გვქონდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხივე ლიდერს.

მე გილაურთან ჩემი, და არა ვინმეს პასუხისმგებლობით, დავიწყე ურთიერთობა, მათ შორის, ისეთ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე პირადად ვარ პასუხისმგებელი და არა ვინმეს გავლით.

  1. ურთიერთობის ყველა ეტაპზე და ყველა გადაწყვეტილება იყო შეჯერებული კოალიციის ოთხივე ლიდერთან;
  2. არც ერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა;
  3. თანამშრომლობის არც ერთ ეტაპზე, გილაურისგან წინაპირობა – პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული, სწორი და სრულად ჩვენგან გაზიარებული პოზიცია იყო – საერთო პრემიერობის კანდიდატის აუცილებლობა, მათ შორის, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე;
  4. ჩვენი თანამშრომლობის უდიდესი ნაწილი იყო საქართველოს რეფორმების, სატრანზიტო გზის, შუა დერეფნის, ეკონომიკური განვითარების, მმართველობის რეფორმის შემუშავება, რაც ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება იყო.
  5. ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი – „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამოცანა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის „წამოღება“ არასდროს ყოფილა. მეტიც, პირადად ნიკა გილაური ამას პროცესის რისკად და გამარჯვებისთვის არასასურველ სცენარად მიიჩნევდა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ აუცილებელია ახალი ამომრჩევლის მოზიდვა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამომრჩევლის გაყოფა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იყო ნიკა გილაურის პოზიცია, რომელსაც ჩვენც სრულად ვიზიარებდით.
  6. არ ვეთანხმებოდი გილაურის ჩრდილში ყოფნას და ამაზე გვისაუბრია, გვიკამათია, გვიმსჯელია. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ამბიციის მქონე აქტორი საჯაროდ უნდა პოზიციონირებდეს.
  7. ნიკა გილაური, არჩევნების გაყალბების შემდეგ, არსად აორთქლებულა. ის აგრძელებდა ურთიერთობას ჩვენთან. ის მონაწილეობდა პროტესტში არჩევნების გაყალბების შემდეგ და იდგა რუსთაველის გამზირზე კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, მან შექმნა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც დააფინანსა აქციაზე დაზიანებული არაერთი ადამიანის მკურნალობა. ფონდი ეხმარებოდა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულების გამო გაათავისუფლეს. ფონდმა გადაიხადა არაერთი უკანონო ჯარიმა. გილაურის საქველმოქმედო ფონდი ივანიშვილის რეჟიმმა დააყადაღა. ნიკა გილაური არ არის ერთადერთი, ვინც რაღაც ეტაპზე ამ საქმიდან გავიდა და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მას რაიმე ვალდებულება გააჩნია ამ მხრივ. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როდის გამოჩენა და როდის წასვლაა სწორი თუ არასწორი, ეს სხვა საკითხია. მე მიმაჩნია, რომ მას მადლობის გარდა არაფერი ეთქმის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის.

ვიმეორებ: აბსოლუტურად ყველანაირი კითხვა, კრიტიკა, მიუღებლობა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მათ შორის ჩემს მიმართ, არის ლეგიტიმური და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩემი პასუხების ადრესატი არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება და არავითარ შემთხვევაში რომელიმე სხვა პარტიის ლიდერი, წევრი ან წარმოადგენელი.

ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ არსებობს სივრცე ერთად ბრძოლისთვის“,-წერს ელენე ხოშტარია წერილში.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის...

იმერეთში სავარაუდოდ თავი მოიკლა კაცმა, რომელიც 11 წლის ბავშვზე ძალადობდა

23 აგვისტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში  67 წლის კაცი ცხედარი იპოვეს,...

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს...

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

"ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები...

აშშ-მა გერმანულ კომპანიებს საბაჟო გადასახადების სახით გადახდილი 790 მილიონ ევროზე მეტი უკან დაუბრუნა

გერმანულმა კომპანიებმა უკან დაიბრუნეს 790 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს -...

რუსეთის საბაჟომ ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზები განმარტა, თუმცა თავად მონაცემები დღის განმავლობაში შეასწორა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) განცხადებით, ზემო ლარსის გამშვებ...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...