ვენესუელაში მიწისძვრას 2 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 11 000-ზე მეტი დაშავდა

People walk past a collapsed building, in the aftermath of earthquakes in La Guaira, Venezuela, June 25, 2026. REUTERS/Maxwell Briceno

24 ივნისს ვენესუელის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში 39 წამის ინტერვალით მოხდა ორი მიწისძვრა — 7.2 და 7.5 მაგნიტუდის. ეს ბოლო 125 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი სეისმური მოვლენაა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 290-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 11 000-ზე მეტი, ათიათასობით მოქალაქე დაკარგულადაა აღრიცხული, ხოლო დაახლოებით 13 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

აეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ საერთაშორისო საზოგადოებას 50 მილიონი დოლარის გამოყოფა სთხოვა დაზარალებულთა სასურსათო დახმარებისთვის.

ველაზე მძიმედ დაზარალებულ შტატ ლა გუაირაში, დროებით თავშესაფრებს სამხედროების ნაცვლად 20-დან 27 წლამდე ასაკის მოხალისეები მართავენ. ერთ-ერთ ასეთ ცენტრში, სკოლა „პანამის რესპუბლიკაში“, ახალგაზრდებმა თავად შექმნეს ციფრული ბაზა, რომელიც 350-ზე მეტი ადამიანის საჭიროებებსა და დაკარგული ახლობლების ძიებას აკონტროლებს.

მძიმფსიქოლოგიური მდგომარეობისა და საკვებ-წყლის დეფიციტის მიუხედავად, მოხალისეთა ეს ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და დაზარალებულთათვის დახმარების მთავარ წყაროდ რჩებიან.