მოწმეებისგან გავიგეთ, რომ ვაშაძე,  ხოშტარია, მელია ჩართულები იყვნენ მცდელობაში, გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი და შეეღწიათ პარლამენტში – პროკურორი 

spot_imgspot_img

“მოწმეებისგან გავიგეთ, რომ გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია უშუალოდ ჩართულები იყვნენ მცდელობაში, გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი და შეეღწიათ პარლამენტში – მოწმემ ახსენა გიორგი გახარიაც, თუმცა ამ საქმეზე ის არ არის ბრალდებული ” – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესის დასრულების შემდგომ განუცხადა.

“ისინი დღეს გვესაუბრნენ საქმეზე ბრალდებული პირების მოქმედებების შესახებ, მაშინ, როდესაც აქცია იძენდა ძალადობრივ ხასიათს. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეს, გავიგეთ ის, რომ საქმეზე ბრალდებული რამდენიმე პირი, მათ შორის, გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია უშუალოდ ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ მოწოდებებში, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისკენ იყო მიმართული, არამედ იმ მოქმედებებშიც, როგორიც იყო უშუალოდ მცდელობა გაერღვიათ პოლიციელთა კორდონი, ჯაჭვი და შეეღწიათ პარლამენტის შენობაში. გარდა აღნიშნულისა, მოწმეებმა გვითხრეს, რომ მოწოდებები პირდაპირ შეეხებოდა იმას, რომ შეღწევა მომხდარიყო პარლამენტის შენობაში, ასევე, შეურაცხმყოფელი იყო სამართალდამცავების მიმართ და მიმართული იყო იქითკენ, რომ სამართალდამცავთა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების დაპირისპირება მომხდარიყო”, – განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

პროცესზე მოწმემ ახსენა ყოფილ პრემიერ-მინისტრი, პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია. ანი ხუბეჯაშვილის თქმით, მოწმემ ახსენა, ის, რომ გიორგი გახარია იმყოფებოდა აქციაზე და ისაუბრა მისი მოქმედებების შესახებაც.

“არ მაქვს მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი, თუმცა ამ საქმეზე გიორგი გახარია არ არის ბრალდებული,მე ვერ ვისაუბრებ მის ქმედებებზე ან მის ბრალეულობაზე. კონკრეტულად, როდესაც კონკრეტული პირის ბრალეულობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ერთი განმარტება, არამედ მტკიცებულებათა ერთობლიობა ისეთი, როგორიც ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით არის წარმოდგენილი”,- განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...

ვუჩიჩი: სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. ამის...

მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზე

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი,...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის"...

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...
spot_img

ყველა ამბავი

ზელენსკი: კიევმა Patriot-ისთვის რაკეტების მცირე პარტია მიიღო

უკრაინამ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „მცირე რაოდენობის“ რაკეტები და ამერიკული AIM ტიპის „ჰაერი–ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტები მიიღო, — განაცხადა...

სასამართლომ ფრიდონ ინჯიას, ვალერი კვარაცხელიას და ლალი მოროშკინას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო მოქალაქე დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა. ზაალ ცხადაიამ სოციალური ქსელით შეურაცხყოფა მიაყენა ფრიდონ ინჯიასა და ვალერი...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი უცხოელის ბიზნეს და ტურისტული ვიზები, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს....

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა. ამის შესახებ სამშაბათს, 25 აგვისტოს, თეთრ სახლში CBS-ის...

ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე – ღარიბაშვილის წერილი

"ვიცი როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა, აზრს ვერ ვხედავ, ვიარო სასამართლო სხდომებზე" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ...

ცვლილება „თანაინვესტირების ფონდში“ — აქტივები ოფშორიდან ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირდა

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის აქტივების ძირითადი განმკარგავია, იურიდიულ სტრუქტურას იცვლის - მსხვილი აქტივები კაიმანის კუნძულებიდან პირდაპირ...

მივიღეთ patriot-ის რაკეტები, ვერ გეტყვით რამდენი, მაგრამ მეტი გვჭირდება – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მცირე რაოდენობით Patriot-ის რაკეტები და სხვა დახმარების პაკეტი მიიღო.„არ ვიტყვი რომელი...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა ოკუპირებულ ცხინვალში გამომავალ გაზეთ „Южная Осетия"-სთვის ინტერვიუ...

რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა – გოგიჩაიშვილი

"რა დარჩა ღარიბაშვილს სათქმელი,  რაში უნდა ამხილოს  სისტემა, თორემ ღარიბაშვილი რომ ფულს იპარავდა, მაგას ივანიშვილი პარლამენტში გვიყვებოდა" - ამის...

დააკავეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი, სედრაკ ქოჩარიანი დააკავა. სულ...

საფრანგეთში, ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა და 300-მდე სახლი დაზიანდა

საფრანგეთში ტორნადოს შედეგად 41 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას France 24 ავრცელებს.სტიქიამ განსაკუთრებით მძიმედ სოფელი პომასი (Pomas) დააზარალა. ძირითადი დეტალები და...

აშშ ირანის მოკავშირეებს ახალი სანქციებით ემუქრება

აშშ გეგმავს ირანის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ იზოლაციას მის პარტნიორებზე ახალი სანქციების დაწესების გზით. „ამ სისხლისმსმელ რეჟიმთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური...