“ჟურნალისტიკიდან მოვედი პოლიტიკაში..დადგა დრო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე” – ვასილ ივანოვ ჩიქოვანი

“ჟურნალისტიკიდან მოვედი პოლიტიკაში..დადგა დრო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე” – ამის შესახებ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

„ჟურნალისტი ვიყავი და მე მგონი ვარ კიდევაც და ცხოვრების ბოლომდე მექნება სისხლში ის, რაც ჟურნალისტიკას [აქვს] და პოლიტიკაშიც ძალიან გამოსადეგი არის ის კრიტიკული აზროვნება, რომელიც ჟურნალისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

მე არ მოვედი პოლიტიკაში, უფრო ისე ვგრძნობ, რომ პოლიტიკა მოვიდა და ცხოვრებისეულად მოხდა ეს ყველაფერი ორგანულად ისე, რომ დადგა დრო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ვიდრე გავხდებოდი „ჯერ საქართველოს“ წევრი და მიხარია, რომ „ჯერ საქართველოსთან“ ერთად ეხლა შემიძლია ეს პასუხისმგებლობა ავიღო, იმიტომ რომ გუნდიც არის ასევე ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე,
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე… დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილება გარდაუვალია, „ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის…

ადამიანებს აქვთ კრიტიკული აზროვნება. კი, პროპაგანდა მათზე თავდაპირველად შეიძლება მოქმედებდა, მაგრამ დღეს, როდესაც ამ ყველაფერზე ჩვენ ადამიანურად და ნორმალურად, რაციონალურად ვლაპარაკობთ, ისინი უკვე აღარ არიან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები. ესეთი ღიად დეკლარირებული „ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ არიან და „ქართულმა ოცნებამ” ეს ძალიან კარგად იცის.

ამიტომ, ჩემი შეფასებით, აუცილებელია, რომ საქართველოში მეტმა მოქალაქემ ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გავიშალოთ, უნდა გავხდეთ ყველანი ქვეყნის ხალხი.
მე პოლიტიკაში მოვდივარ იმისთვის, რომ ჩემს სამშობლოს და სახელმწიფოს გამოვადგე და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწრაფვა თანამდებობისკენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სწრაფვა გამდიდრებისკენ, არა, ეს არის სწრაფვა იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთეს სახელმწიფოში იცხოვრონ… ერთადერთი, რაც გვჭირდება ეხლა და რასაც აუცილებლად მივაღწევთ, ეს არის მოაზროვნე სახელმწიფო.

ამისთვის, ამისთვის გადავდგი ეს ნაბიჯი და კი, ჟურნალისტიკიდან მოვედი პოლიტიკაში. დამიჯერეთ, ცვლილებები გარდაუვალი არის, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ამ ცვლილებების უზრუნველყოფა და „ქართულმა ოცნებამ” ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის და იმიტომ მიმართავს აი ამ კონსტიტუციურ ხრიკებს, კანონებს ირგებს საკუთარ თავზე და ამითი ინარჩუნებს ძალაუფლებას”, – განაცხადა მან.

28 ივნისს დამფუძნებელ ყრილობაზე მხარი დაუჭირეს პარტია „ჯერ საქართველოს“ დაფუძნებას და თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩიეს.