არცერთი მტკიცებულება არ იყო,რომ ელისაშვილის ქმედებას შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს – ადვოკატი

spot_imgspot_img

“არცერთი მტკიცებულება არ იყო, რაც დაადასტურებდა, რომ ელისაშვილის ქმედებას შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს – გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს”. – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

„დაცვის მხარე წარვადგენთ დასკვნით სიტყვას, შევაჯამებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ღია სხდომაზე იყო გამოკვლეული და, ფაქტობრივად, არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ქმედებას [29 ნოემბერს ცეცხლის გაჩენას მოქალაქეთა მომსახურების ცენტში] შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც კანონის მიხედვით შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს.

ტერორისტული აქტი გულისხმობს მძიმე შედეგებსა და მძიმე საფრთხეების წარმოქმნას. ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლე გვეუბნებოდა, რომ გაჩენილ ხანძარს რომ გამოეწვია სასამართლო შენობის სრული განადგურება, 25-მილიონიანი ზარალი და სასამართლოს ფუნქციონირების შეწყვეტა, ეს არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზური განვითარება და ამ ჰიპოთეზური განვითარებისთვისაც კი ერთი მტკიცებულებაც არ ყოფილა წარმოდგენილი.

როდესაც გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა სანთებელაზე, იმის გასარკვევად, სანთებელა ფუნქციონირებდა თუ არა, ძალიან უცნაურია, როდესაც არ დაინიშნა ექსპერტიზა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა შენობა-ნაგებობის განადგურება.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროკურორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თურმე 1970 წელს აშენებული სასამართლოს ძირითადი, ექვსსართულიანი შენობა და 2014 წელს აშენებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ეზოშია და 8 მეტრით არის დაშორებული ძირითად შენობას, თითქოს ერთი შენობაა, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებითაც გამორიცხულია.

ჩვენი მოლოდინია, რომ ელემენტარული სამართლიანობისა და გონივრულობის პირობებში შეუძლებელია, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დადგეს ტერორისტული აქტის მცდელობისთვის. ჩვენი მოთხოვნა იქნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან და დადგეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული სასამართლოს განაჩენით მას მისჯილი აქვს 6-წლიანი სასჯელი ომში მონაწილეობისათვის და უკრაინის დახმარებისათვის, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისთვის ის იდევნება და არაერთხელ დაექვემდებარა ცემასა და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე როდესაც მის მიმართ მოქმედებდა პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი, არსებობს კონკრეტული ოფიციალური დაკავების ოქმი, ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მრავალი წლით მისი ციხეში გაშვება. ელემენტარული სამართლიანობის პირობებში მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას...

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის...
spot_img

ყველა ამბავი

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც   ოდიშვილის ადვოკატმა, გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, ის...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ოჯახის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი აცხადებს, რომ ისინი თვითმკვლელობას გამორიცხავენ."არანაირ ცუდ...

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მძიმე სტიქიურმა მოვლენამ ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია - ძლიერი უეცარი წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად განადგურებულია შენობები, გზები, ხიდები...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს...

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია – ჯიოევი

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება საქართველოს ინტერესებშია" - განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლემა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა...

ზელენსკის თქმით, უკრაინელებმა ერთ დღეში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს

უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში 16 სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ნავთობის ინფრასტრუქტურას, აეროდრომებს,...

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ,...

შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა, რომლებმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მოპარვა სცადეს

თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით...

ისლამაბადის საავადმყოფოში ხანძარს 15 ახალშობილი ემსხვერპლა

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, Pakistan Institute of Medical Sciences-ის (PIMS) საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 15 ახალშობილი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ...

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა დისშვილმა და დაცვის ყოფილმა უფროსმა, ბრაიან სივერმა,...