კასპში მდინარეში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

შაბათს, 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანასთან ახლოს, მდინარე ქსანში 18 წლის ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა „ქართლი ამბებმა“ გამოაქვეყნა.

გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული ახალგაზრდა კაცი ამ სოფელში სტუმრად იყო.

გამოცემის ცნობითვე, ადგილობრივთა ვარაუდით, ბიჭის დაღუპვის მიზეზი „მდინარის კალაპოტისა და ეკოსისტემის … დაზიანება გახდა“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ეგონა წყალი მუხლებამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, რომელიც მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოიქმნა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.