“სისუსტე და თავბრუსხვევა ჰქონდა, მკურნალობა უტარდება” – ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ჩხაიძის თქმით, მე-4 დღეა, ზოდელავა კლინიკაში იმყოფება.
“მურთაზ ზოდელავა ჩვენთან 14 ივლისს შემოიყვანეს. მას აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა. ის ნევროლოგის კონსულტაციის ქვეშ იმყოფება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
მას ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, ამ ჩივილებით გადმოიყვანეს კლინიკაში. შემოსვლისას პაციენტს თავის ტვინის MRT კვლევა ჩაუტარდა, რომლითაც ინსულტის დიაგნოზი გამოირიცხა. მაგრამ, იყო ცვლილებები, რომლებიც შეიძლება წინა წლებში გადატანილ რაიმე პათოლოგიას უკავშირდებოდეს. მოკლე დროში აქტიური კერა არ არის”. – თქვა ჩხაიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.















