ირანმა სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგა – ტრამპი

“ირანმა სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგა” – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდ მწუხარებას განიცდის ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ძალიან ვწუხვართ, თუმცა ეს შესანიშნავი ადამიანები, ეს დიდი პატრიოტები, იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.[…] ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზარალდა. სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს. მათ ძალიან ცოტა რესურსი დარჩათ“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-მა მათ დღესაც ძალიან ძლიერად დაარტყა