უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონით იერიში მიიტანა

20 ივლისის ღამის საათებში უკრაინელებმა მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანეს – დაარტყეს ნავთობსაცავსა და რეგიონში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრს.  კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ პოდოლსკში ნავთობსაცავზე დარტყმის შემდეგ ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა.

ასევე ხანძარი გაჩნდა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინმაღაზია Wildberries-ის საწყობშიც.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით 400-ზე მეტი დრონი გაუშვა. სობიანინის თქმით, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ 85 დრონი მაშინ ჩამოაგდო, როცა ისინი მოსკოვს უახლოვდებოდნენ.