უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მოსკოვის ოლქზე მიტანილ იერიშზე.
“მადლობას ვუხდი უპილოტო სისტემების ძალების სამხედროებს, სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს, სარაკეტო ჯარებსა და არტილერიას, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალებს. სამიზნეები ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობდა. შავ ზღვაში ასევე დაზიანდა რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი და ოთხი სატვირთო გემი.ჩვენ ვპასუხობთ რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე განხორციელებულ თითოეულ დარტყმას. ეს ომი უნდა დასრულდეს და ამის მიღწევა მხოლოდ მისი ერთადერთი მიზეზის – რუსეთის – მიმართ ზეწოლის გაძლიერებით არის შესაძლებელი”, – თქვა ზელენსკიმ.














