პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს. “დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით.”
18 ივლისს, კახეთში ქორწილში ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რის შემდეგაც დაკავებული ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.