რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ,,ფეისბუქის’’ სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას,- ამის შესახებ ,,ნეტგაზეთის” და ,,ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც ,,ნეტგაზეთი” ავრცელებს.
ამაღლობელის თქმით, ვახო სანაიას პოსტი მისთვის ,,შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის”.
,,როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ.
ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის.
რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ,,ფეისბუქის’’ სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას.
თუ რეპრესიული კანონისთვის ვახოს პატიმრობა იყო სამართალი, მაშინ მოისმინეთ და შეირგეთ იმ ხალხის გულწრფელი ხმაც, რომელიც ისმის – დაილოცოს ქართული სიტყვის მადლი.
მადლობა ვახოს. როგორც მაყურებელი ველოდები მის გათავისუფლებას და ტელეეთერს,” – აცხადებს მზია ამაღლობელი.















