საკრებულოსთან,დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები

თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან შესახლებულები.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიკა არევაძე ავრცელებს.

დაკავებულებს ადვოკატები დღეს მოინახულებენ. ჯერჯერობით უცნობია, სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება თუ ხვალ. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: ლაშა დგებუაძე, თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, , ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.