უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაახლოებით 50 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
„ბოდიშს გიხდით, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა ამაზე ზედმეტად გულახდილი ვიყო, რადგან რუსები გაიგებენ, რა ხდება ჩვენს არმიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 50 000 დაღუპული ჯარისკაცი და დაახლოებით 400 000 დაჭრილი. ასევე არიან დიდი რაოდენობით უგზო-უკვლოდ დაკარგულები“, – განაცხადა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ რამდენი რუსი დაიღუპა ომში, ზელენსკიმ უპასუხა:
„მათი დანაკარგი 1 600 000-ს შეადგენს, აქედან დაახლოებით 700 000 დაღუპულია“.















