გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

spot_imgspot_img

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ინტერვიუში ბარამიძემ თქვა, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ”.

„ქართულმა ოცნებამ“ ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ამ განცხადების გამო შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა, პროკურატურამ კი გამოძიება დაიწყო მუხლებით, რომლებიც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში ,,საქართველოს დაბადება“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს. საგამოძიებო ორგანოში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიების ფარგლებში უწყებაში გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.

პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური ანგარიშსწორება უწოდეს.

„გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ პროკურატურა საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების და რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად. რა სიმბოლურია, რომ დღეს რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღეს, დევნა დაიწყეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რუსეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როდესაც კრემლი, გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე, არა სამართლებრივი საფუძვლით, არამედ ივანიშვილის რეჟიმის, პოლიტიკური მიზნებსა, და რუსული პროპაგანდის ამოცანებს ემსახურება. ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება”, – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

საკუთარ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ. ის ამბობს, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.

„ვინც უყურა ჩემს ინტერვიუს, ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ პირველ ხანებზე მაქვს საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ მხარეს არ იყო არანაირი დისციპლინა. ჩვენ არ გვყავდა რეგულარული ჯარი და ეს ჯარის შეურაცხყოფას არ გულისხმობს… პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო, გამწარებული ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა და ახლობლები მოუკლეს ბრძოლისას. ტყვეს არ იყვანდა და კლავდა, რადგან გამწარებული იყო. ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავ და რუსულ მხარეს ჰქონდა ის დისციპლინა, რომ დაიწყეს ტყვეების აყვანა არა მათი ჰუმანურობის გამო, არამედ, რათა მოეპოვებინათ სამხედრო და სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია. მე და ჩემი მოადგილე ვერ გავცვლიდით 200 ქართველ ტყვეს, ჩვენ მხარეს რომ ტყვეები არ აეყვანა. მე იმ პერიოდში უკვე პარლამენტი წევრი ვიყავი, თუმცა ავხსენი ისიც ინტერვიუში, რატომ მომიწია პარლამენტის წევრს ომში წასვლა. მე უნდა დავხმარებოდი ჩვენს ხელისუფლებას და ჯარს, რათა აგვეყვანა ტყვეები“- განაცხადა ბარამიძემ.

spot_imgspot_img

პოპულარული

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის...

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს...

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“: იტალია ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციას ატარებს

იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა ნავთობტანკერი...

ვახო სანაიამ საპატიმრო დატოვა

14-დღიანი პატიმრობის შემდეგ „ფორმულას“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ...

„უპილოტო აპარატების საფრთხის“ რეჟიმი და საჰაერო განგაშები ოკუპირებულ აფხაზეთში

დღევანდელი დილა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ასეთი გაფრთხილებით გაუთენდა:...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი...
spot_img

ყველა ამბავი

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...

არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს–უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

თვრამეტი წლის წინ, რუსული ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში, დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი - ეს მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლის...

რუსული აგრესიის 18 წლისთავზე პოლონეთი ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

პოლონეთი რუსეთის 2008 წლის რუსული აგრესიის 18 წლისთავზე საქართველოს სოლიდარობას უცხადებს.რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ...

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას გმობს, - ამის შესახებ...

აშშ-ის საელჩო:შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა...

The Wall Street Journal:პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს

პუტინმა შესაძლოა ნატოს უკრაინაში ომის დასრულებამდეც შეუტიოს — უკვე ამ შემოდგომაზე, — წერს The Wall Street Journal. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის...

რუსეთში Human Rights Foundation „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ფონდის — Human Rights Foundation-ის — საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ გამოაცხადა. 2024 წლიდან ორგანიზაციას იულია...

ტრამპმა აშშ-ში „სამშობიარო ტურიზმი“ აკრძალა მას შემდეგ, რაც დაბადებით მოქალაქეობის უფლების შეზღუდვის მისი წინა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მიღების უფლების — ე.წ. „მიწის უფლების“ — შეზღუდვის მეორე მცდელობა განახორციელა და...

გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დივერსიის მომზადების ეჭვით დააკავეს

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ფედერალურ მიწა თიურინგიაში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის აგენტის სახით ბავარიაში...

ირანში, ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებით მინიმუმ 56 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ფოლკერ ტიურკი, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების საგანგაშო მატებას ეხმაურება და თეირანს რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.უმაღლესი...

გიგა ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს ბრალდება წარედგინათ

პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე...

“ნატოსთან ბევრი კითხვა გვაქვს, უკრაინა მას ტექნოლოგიურად უსწრებს“–ზალუჟნი საკუთარ განცხადებას განმარტავს

უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში და უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განმარტა თავისი განცხადება, რომლის მიხედვითაც, კიევი ნატოში...