ამ დროისთვის შსს ადასტურუებს 4 ადამიანის გარდაცვალებას გომისმთაზე მომხდარი ავარიის შედეგად. 12 აგვისტოს, საღამოს საათებში გურიაში, გომისმთის გზაზე ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა.
არიან დაშავებულებიც.
სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შსს-ში ადასტურებენ, რომ ავტომობილში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მედიის ინფორმაციით ისინი ბელორუსები იყვნენ.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, – რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



