ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

spot_imgspot_img

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა.

„დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც ოდესმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ჩატარებულა. ეს იქნება ეკონომიკური ომი და უპრეცედენტო მასშტაბის იზოლაცია“, — დაწერა ტრამპმა ხუთშაბათს, 20 აგვისტოს, საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

ამავე დროს ის „უზარმაზარი“ სანქციებით დაემუქრა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანს მხარს უჭერს ან მასთან ბიზნესს აწარმოებს.

„ჩვენ გვჭირდება ყველა ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერა, რათა ირანის საფრთხე იზოლაციაში მოვაქციოთ და დავამარცხოთ“, — აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ოპერაცია „ეკონომიკური რისხვა“

აშშ-ს ირანის ნავთობის, საზღვაო გადაზიდვებისა და ფინანსური სექტორების წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები უკვე დაწესებული აქვს. ვაშინგტონი ცდილობს, თეირანს ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები შეუზღუდოს.

ტრამპის ბოლო ნაბიჯი, როგორც ჩანს, წარმოადგენს ზეწოლის კამპანიის გაგრძელებას ოპერაცია „ეკონომიკური რისხვის“ ფარგლებში, რომლის დაწყებაც აშშ-მა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა.

18 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უკვე განაცხადეს ირანთან ყველა სავაჭრო, კომერციული და ფინანსური ოპერაციის დროებით შეჩერების შესახებ, შემდგომ გადაწყვეტილებამდე.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ თეირანი ქვეყნის მიმართულებით ორი რაკეტის გაშვებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე საზღვაო მიმოსვლა იყო.

ირანმა ეს ბრალდებები უარყო.

spot_imgspot_img

პოპულარული

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვისთვის 3 პირი დააკავეს

სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ქრთამის აღებისა და კომერციული...

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა

ოკუპირებულ აფხაზეთს საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ მიაწოდა. ამის შესახებ „რადიო...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა....

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული...
spot_img

ყველა ამბავი

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა" -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.„ირაკლი...

დააკავეს 1 პირი, რომელმაც ქარელში თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი, სამედიცინო დახმარების...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი და მეგანი - გეგმავენ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას, ექვსი წლის შემდეგ,...

მელანომის ვაქცინამ ფართომასშტაბიან კვლევაში წარმატებას მიაღწია-Moderna-ს და Merck-ის განცხადება

Moderna-სა და Merck-ის პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში, მელანომის გვიან ეტაპის კლინიკურ კვლევაში წარმატებას მიაღწია, განაცხადეს...

ისრაელის სამხედრო პროკურატურამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგოს დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF/ცაჰალის) სარდლობამ ღაზაში ექვსი წლის ჰინდ რაჯაბისა და მისი ოჯახის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანას ცდილობდნენ. ამის...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა — ამის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს დედაქალაქის მომარაგებას რუსეთის აღმოსავლეთი...

საგამოძიებო უწყებები „ოცნების“ შიდა-პარტიული გარჩევების სამსახურში – TI-მ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები შეისწავლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI) გამოაქვეყნა ანალიზი, რომელშიც შესწავლილია 2025 წლის ივნისის შემდეგ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებები ყოფილი მაღალი...

წერილები კიდევ იქნება, ის მორალურად განადგურებულია: ღარიბაშვილის ადვოკატი

იაკლი ღარიბაშვილი თავს მორალურად განადგურებულად მიიჩნევს. მითხრა, რომ მალე გააკეთებს განცხადებას კიდევ... წერილი გამოუგზავნა მამუკა მდინარაძემ. როგორც წერია, მდინარაძე...

ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს, რითიც  ის  აშშ-ის მიერ ICC-ის პრეზიდენტისა...