ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

spot_imgspot_img

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებს რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს.

მობილიზაცია სახელმწიფო სათათბიროს სექტემბრის არჩევნების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს. ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ ხელისუფლება ამისთვის ემზადება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც აცხადებს, რომ პუტინი ფრონტზე 300-დან 500 ათასამდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს.

გრიგორი სვერდლინი – რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ანტისაომატი ორგანიზაციის, – „წადით ტყით“ დამფუძნებელი., რომელიც რუს მამაკაცებს მობილიზაციისთვის თავის არიდებაში და ქვეყნიდან გაქცევაში ეხმარება, ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მობილიზაციის შიშით რუსეთიდან წასვლის მსურველთა რაოდენობა მართლაც კოლოსალურად გაიზარდა. ის კომენტარს აკეთებს საქართველოს შსს-ს მიერ გუშინ გვარცლებულ განცხადებაზეც, რომლითაც მან რუსეთის საბაჟოს მიერ გავრცელებული საზღვრის კვეთის გაზრდილი მონაცემები უარყო.

„ლარსზე რიგები მართლაც არის. როგორც ჩანს, ხმები ახალი მობილიზაციის შესახებ სიმართლეა, რაც მოქმედებს რუსეთის შიგნით განწყობებზე. ბევრი შიშია, პანიკაა. ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე ფიქსირდება უამრავი ზარი, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ჯერ არ წასულან რუსეთის არმიაში და არც სურთ წასვლა. ამიტომ, რუსეთიდან წამსვლელთა რაოდენობა იზრდება. ინტერესდებიან, როგორ გადაკვეთონ საზღვარი. გვიკავშირდებიან კომპანიებიც, რომლებსაც სურთ თავისი თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე გადაიყვანონ, მაგალითად თბილისში, ერევანში“ – ამბობს სვერდლინი.

ჟურნალისტის კითხვაზე კი – რატომ უარყოფს საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას, რომ რუსეთიდან მგზავრთა ნაკადი გაზრდილია – პასუხობს:

„საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა და მე ვფიქრობ, რომ ამ განცხადების სტილი ძალიან ჰგავს იმ სტილს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს. აშკარა ტყუილია. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ იყურება და აკეთებს იმას, რაც სურს რუსეთს. რუსეთს კი სურს, მობილიზაციაზე საუბრები ჯერჯერობით დამალოს“.

დღეს რუსეთის საბაჟო სამსახურმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოგზაურთა რეკორდული ნაკადი ტურისტულ სეზონს უკავშირდება.

ამ დღეებში კი რუსული მედია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის 18 აგვისტოს საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთ–საქართველოს საზღვარი ბოლო 24 საათში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. რუსეთის საბაჟო უწყების ინფორმაციით, მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. 15 და 16 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ყოველდღიურად 19 აათასზე მეტი ადამიანი გადადიოდა. რუსული მედია ლარსზე არსებული რიგების ფოტოებს და ვიდეოებსაც ავრცელებს.

ამის შემდეგ 19 აგვისტოს, ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც თქვა, რომ მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

spot_imgspot_img

პოპულარული

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში სამიზნეებზე შეტევისთვის პირველად გამოიყენეს ბრიტანული დრონები

ბრიტანული დრონები პირველად გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმებისთვის....

რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრებაზე კონტროლს გააძლიერებს

რუსეთის ხელისუფლებას სურს, რომ ერთიან მონაცემთა ბაზაში გაერთიანდეს არა...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა...

უკრაინელეებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიში მიიტანეს

უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის...

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა

კომპანია „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 100 ტონა საწვავი შეიტანა....

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის...
spot_img

ყველა ამბავი

მომატყუეთ, გადამაგდეთ, გამწირეთ! ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ! – ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას”

"თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ..უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში " - ამის შესახებ...

რუსეთის საბაჟომ ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზები განმარტა, თუმცა თავად მონაცემები დღის განმავლობაში შეასწორა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) განცხადებით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადის ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. უწყების...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. 1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური...

“ჰიბრიდული ომია” – EU რუმინეთის მიერ საზღვაო დრონის განადგურებაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთის მიერ შავ ზღვაში საზღვაო დრონის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ "მუქარების...

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცამ განაცხადა, რომ...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორ მაღალჩინოსანზე — სასამართლოს პრეზიდენტზე, იაპონელ მოსამართლე...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა" -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.„ირაკლი...

დააკავეს 1 პირი, რომელმაც ქარელში თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი, სამედიცინო დახმარების...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც...