გვარამია:საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ. წითლიძე:ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს

spot_imgspot_img

დაპირისპირება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს ნიკა გვარამია და ანი წითლიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა გვარამიამ ფეისბუქ სტატუსით მის მიმართ მიხეილ სააკაშვილის და პარტიის სხვა წევრების ბრალდებებს უპასუხა, კონკრეტულად კი მისი კოალიციის ნიკა გილაურის მხრიდან დაფინანსების შესახებ, და დაწერა:

რაკიღა ნაცმოძრაობამ მოიგონა ბინძური ტყუილები და ისეთი შეურაცხყოფაც კი მაკადრა, როგორც აფხაზეთის დავიწყების სურვილი, თან არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, ახლა მე დავსვამ შეკითხვებს იმაზე, რაც მართლა მოხდა.

ქვემოთ ნიკა გილაურის ინტერვიუს ვდებ, რომელიც დღეს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. ამ ფონზე იდეა მომივიდა, მოვისმინოთ დავით კირკიტაძის (ენმ სიის 26ე ნომერი) ან რამაზ ნიკოლეიშვილის (ენმ სიის მე12 ნომერი) ინტერვიუები.

პირველმა ენმსგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით) და დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს. დღემდე გაურკვეველია, ენმს წევრმა კირკიტაძემ ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვნა ამხელა თანხა (თავი რომ დავანებოთ სახლებსა და მანქანებს), თუ ბიძინას დროს, რაც მხოლოდ ბიძინასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ასევე გაურკვეველია, თუ 9 მილიონი დაჯდა პარტიის ანგარიშზე, რატომ “ტირის” ენმ, რომ არაფრის ფული არ აქვს.

მეორემ, რამაზ ნიკოლეიშვილმა, ასევე მისმა მძღოლმა აბდულა ისმაილოვმა “მოახერხეს” და 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ჯერ წევრებად შევიდნენ და შემდეგ იმ დეპუტატთა ჯგუფში მოხვდნენ, ვისაც ხმა არ ამოუღია არც ერთხელ. რამაზ ნიკოლეიშვილი შემდეგ საპარლამენტო სიაში მაინც მოხვდა 2024 წელს, თან მე12 ნომრად. მისი აზრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისევე, როგორც კირკიტაძის, არავის არ გაგვიგია. ეს ხალხი საერთოდ არავის უნახავს არჩევნების შემდეგ. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ გილაურისგან განსხვავებით, საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ, სხვების კი არა. და სხვების გაქრობაზე (სად გაქრა გილაური?) და პოლიტიკურ კორუფციაზე ლაპარაკობს ეს პარტია, თან სრულ ტყუილებს.

ახლების სიაში ერთ ადამიანს მაინც თუ იპოვნით ვინმე ან გილაურის ჩასმულს, ან ფული ვინც გადაიხადა, საჯაროდ პასუხი მომთხოვეთ და მამხილეთ.

გილაურის გაუჩინარებაზე რომ ლაპარაკობს, იმ პარტიას ვეკითხები: ეს ხალხი სადაა? ან როგორ ხდება, რომ არავინ არ შეხებიათ და დღემდე ფულს აკეთებენ? შემთხვევით ხდება ესეც ბიძინას საქართველოში? შეკითხვა რიტორიკულია.

რაც მეტ ტყუილს მოიგონებთ, მით მეტ სიმართლეს მიიღებთ. გარანტიას გაძლევთ“–დაწერა გვარამიამ და რადიო თავისუფლების გამოძიება გააზიარა, რომელიც გილაურის კომპანების დაჯარიმებას და მისი სახლის აუქციონზე გაყიდვას ეხება.

დაპირისპირების ეს ბოლო რაუნდი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანი წითლიძის ფეისბუქ სტატუსს მოჰყვა, რომელმაც, თავის მხრივ, ნიკა გვარამიას სტატუსი გააზიარა და დაწერა:

ამას კადრულობს ადამიანი, რომელმაც ჯერ „რუსთავი 2“, მერე „მთავარი არხი“ და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძარცვა;

ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი — და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო — ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ.

შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებით „მთავარი არხი“ დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო.ახლა კი, როცა გაიშიფრა და „თანამედროვე მერაბ კოსტავას“ ნაცვლად — როგორც საკუთარ თავს უწოდებდა — დისკრედიტირებული საკუთარი თავი შერჩა, კარდაკარ დარბის და ამ ფორმით შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც 14 წელია უანგაროდ იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ.მაშინაც უანგაროდ იბრძოდნენ, როცა გვარამია თვეში 85 ათას ლარს იღებდა ხელფასად. ( ეს ხელფასი თორემ სხვა თანხებს კიდევ ვინ მოთვლის)ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს. შენ ვინ უნდა იყიდო, უკვე ნაყიდი და გადმოფურთხებული ჰყავხარ ბიძინას.“– დაწერა ანი წითლიძემ.

spot_imgspot_img

პოპულარული

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით....

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა...

„მთელი სიმართლე დიანას შესახებ – მისი ძმის თვალით“ – ჩარლზ სპენსერმა თავის დას, პრინცესა დიანას, წიგნი მიუძღვნა.

ბრიტანეთის პრინცესა დიანას ძმამ, გრაფმა ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ...

უნგრეთში პოლონური ავტობუსის ავარიას 12 ტურისტი ემსხვერპლა

უნგრეთში პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად...

პატიმრობაში მყოფი კაცია… – მდინარაძე ღარიბაშვილზე

პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი...
spot_img

ყველა ამბავი

მოსკოვი თბილისისგან ახალი რეალობის აღიარებას, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას და დამნაშავეების დასჯას ელის

მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას“ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ შეთანხმებების გაფორმებას...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე შეიძინამდინარის ხედით. ქონება მისი კომპანიის ევროპული სათავო...

„სისტემური წამება ციხეში” – ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

პატიმრობაში მყოფი, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ „ღირსების შემლახავ“...

მომატყუეთ, გადამაგდეთ, გამწირეთ! ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ! – ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას”

"თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ..უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში " - ამის შესახებ...

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებს რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს.მობილიზაცია სახელმწიფო...

რუსეთის საბაჟომ ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზები განმარტა, თუმცა თავად მონაცემები დღის განმავლობაში შეასწორა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) განცხადებით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადის ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. უწყების...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. 1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური...

“ჰიბრიდული ომია” – EU რუმინეთის მიერ საზღვაო დრონის განადგურებაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთის მიერ შავ ზღვაში საზღვაო დრონის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ "მუქარების...

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცამ განაცხადა, რომ...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორ მაღალჩინოსანზე — სასამართლოს პრეზიდენტზე, იაპონელ მოსამართლე...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა" -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.„ირაკლი...