მოსკოვი თბილისისგან ახალი რეალობის აღიარებას, ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას და დამნაშავეების დასჯას ელის

spot_imgspot_img

მოსკოვი თბილისისგან „ამიერკავკასიაში არსებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარებას“ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან „ძალის გამოუყენებლობის“ შესახებ შეთანხმებების გაფორმებას ელოდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვამ ასევე ისაუბრა საქართველოში „რუსოფობიაზე“ და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ამის აღსაკვეთად ზომებს მიიღებს. „ანტირუსული გამოვლინებები გამოძიებული უნდა იყოს, დამნაშავეები კი დასჯილები“- ამბობს ზახაროვა პრორუსულად განწყობილი ქართველი ჟურნალისტის ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის პასუხად.

კითხვა: „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოში რუსოფობიას ხელოვნურად, გარედან აღვივებენ „დიპ-სტეიტი“ და მისი აგენტები საქართველოში, რათა ხელი შეუშალონ ქართულ-რუსულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. საქართველოს მთავრობის ამ განცხადებების კონტექსტში, როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ანტირუსული განწყობების გაღვივებამ და რუსეთის წინააღმდეგ საჯარო რიტორიკამ ხელი შეუშალოს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო და ტურისტული კავშირების განვითარებას?“

პასუხი: „არაერთხელ გვითქვამს იმ მტკიცე კულტურულ კავშირებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს. ჩვენი ხალხები ერთსა და იმავე ღირებულებებს იცავენ და ერთიან სულიერ საფუძველზე დგანან, რომელიც ვერც დროს ექვემდებარება და ვერც გარედან მომდინარე აგრესიულ შეტევებს. ისტორიული ბედისწერების გადაჯაჭვულობისა და კულტურული სიახლოვის გათვალისწინებით, მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებებისა, რომლებიც, როგორც დღეს უკვე ვთქვი, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სიგიჟით ან, უფრო სწორად, გონებრივი სისუსტით იყო გამოწვეული, ვცდილობთ შევქმნათ აუცილებელი პირობები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული კონტაქტების გასაფართოებლად. ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად, სატრანსპორტო მიმოსვლისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

ამ მიმართულებებზე ურთიერთობის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. შეგახსენებთ, რომ ამისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდა 2023 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისას ვიზების გაუქმების შესახებ. 2024 წლის ოქტომბერში უვიზო რეჟიმი გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც რუსეთში სასწავლებლად, სამუშაოდ ან ხანგრძლივი ცხოვრების მიზნით ჩადიან. თქვენ, ალბათ, ჩემზე უკეთ იცით, რამდენად დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, როგორ დაეხმარა ის ადამიანებს, როგორ მიესალმნენ მას და რამდენმა ადამიანმა ისარგებლა. ამის შედეგად ადამიანებს შორის კონტაქტები მკვეთრად გააქტიურდა. 2023 წლიდან რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი ერთნახევარჯერ გაიზარდა და 1,6 მილიონ ადამიანს მიაღწია. სხვათა შორის, ეს მაჩვენებელი კვლავ იზრდება. დღეს საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდან არის.

ამავე დროს, ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ცალკეული სერიოზული ინციდენტებიც დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ თქვენ მიერ ნახსენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები. ველით, რომ თბილისი მიიღებს ამომწურავ ზომებს რუსოფობიის აღსაკვეთად და სრულად უზრუნველყოფს საქართველოში ჩამოსული ყველა რუსეთის მოქალაქის უსაფრთხოებას. ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები — პასუხისგებაში მიცემული. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტად რჩება იმ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში როგორც ტურისტული, ისე საქმიანი მიზნებით ჩადიან. ვფიქრობ, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთი პოზიცია ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს.“

კრემლს თბილისთან მიმართებაში სხვა მოლოდინებიც აქვს, რაზეც კითხვა ზახაროვას რუსული მედიის წარმომადგენელმა დაუსვა.

კითხვა: „მიმდინარე წლის 14 აგვისტოს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში თითქოს გეგმავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ასევე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. მოსკოვში რამე არის ცნობილი მსგავსი გეგმების შესახებ?“

პასუხი: „ძნელად თუ მოიძებნება ვინმე, ვინც მსგავს განცხადებებს სერიოზულად აღიქვამს. არც კი ვიცი, როგორ ვთქვა უკეთ — ვის განცხადებებს. ეს ვინ არის საერთოდ? როგორ უნდა მოვეკიდოთ მას? პოლიტიკოსს დავარქმევდი, მაგრამ ამ სფეროს ასეთი შედარებით შეურაცხყოფა მაინც არ მინდა. ალბათ, ეს არის ადამიანი, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა რეალობის ადეკვატურად აღქმისა და მასზე ადეკვატურად რეაგირების უნარი. ვეცდებოდი მისთვის რაიმე სახელმწიფოებრივი, ეროვნული კუთვნილება მიმენიჭებინა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ დავარქვა და რას შორის ავირჩიო. ვის მივაკუთვნო — საქართველოს თუ უკრაინას?

ქართველი ხალხი დღემდე იმ ავანტიურების შედეგებს იმკის, რომლებიც ამ გაკოტრებულმა პოლიტიკოსმა — თუ მაინც გამოვიყენებთ სიტყვა „პოლიტიკოსს“ — წამოიწყო. 2008 წელს მან სისხლიანი სასაკლაო მოაწყო სამხრეთ ოსეთისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ და, რაც მთავარია, საკუთარი ხალხის წინააღმდეგაც, რომლის ინტერესებსაც ეფარებოდა. ეს სრული სიგიჟე იყო. ადამიანი, რომელიც, მაპატიეთ, საკუთარ ჰალსტუხს ჭამდა და, როგორც ვხვდები, ამას სიამოვნებითაც აკეთებდა. მისი სიგიჟე პოლიტიკურია. ეს უკვე ახლომხედველობაც კი აღარ არის — ეს სიბრმავეა. რაღაც ერთგვარი ზომბირებაა იმ რწმენით, რომ დასავლეთი აუცილებლად დაეხმარებათ და თითქოს რეალურად ძალიან უნდა მათთვის დახმარება.

ამ ყველაფერმა საქართველოს კოლოსალური ზიანი მიაყენა. ამას საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ჰქონდა. რამდენი ტანჯვა მოუტანა ამ ავანტიურებმა ადამიანებს? ათასებს? ათიათასებს? ასობით ათასს? ვფიქრობ, უფრო მეტსაც. სწორედ ასეთი შეფასება მისცა მას გასულ წელს ოფიციალურ დოკუმენტებში უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებამაც.

ვფიქრობ, მას ოდნავი კავშირიც კი არ აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აწყობასთან. თავისი ველური, ეპატაჟური განცხადებებით ის, უკვე პოლიტიკურ არარაობაში გადასული, ცდილობს ნებისმიერ ფასად შეახსენოს საზოგადოებას თავი, დისკრედიტაცია გაუკეთოს საქართველოს მთავრობის პრაგმატულ ხაზს ჩვენი ქვეყნის მიმართ და საერთოდ საერთაშორისო საქმეებში, დაანგრიოს ორმხრივ თანამშრომლობაში არსებული ნებისმიერი ჯანსაღი ტენდენცია.

სხვათა შორის, სწორედ ეს თანამშრომლობა თბილისს ხელშესახებ სარგებელს აძლევს და დიდწილად უზრუნველყოფს რესპუბლიკაში ეკონომიკური განვითარების რეკორდულ ტემპებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაც ხსენებული „ხალხის მსახურის“ — მიხეილ სააკაშვილის — ტრაგიკული მემკვიდრეობის ნაწილია. ამიტომ ჩვენი ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება უბრალოდ შეცდომა კი არ იყო. ეს იყო შეცდომა, რომელიც, მართლაც, დანაშაულზე უარესია. ეს დანაშაულებრივი შეცდომაა. ამ ვითარებაში თბილისზე საუბარი ისე, თითქოს ამით ქართველ ხალხს ვგულისხმობთ, უბრალოდ უადგილოა. ამ ნაბიჯზე მიხეილ სააკაშვილი წავიდა, თუმცა ის მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი იყო. შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა საქართველოსგან უნდა მოდიოდეს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი შესაძლებლობისთვის ღია ვართ, თუმცა დღეისთვის ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

რაც შეეხება თბილისის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების გაფორმებას, ჩვენ უკვე დიდი ხანია მოვუწოდებთ საქართველოს ამისკენ. ველოდებით, რომ ქართული მხარე აღიარებს ამიერკავკასიაში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას და უახლოეს მომავალში დაიწყებს პრაქტიკულ მუშაობას აღნიშნული დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის მიმართულებით. ასეთი სამართლებრივი ვალდებულებები საიმედო გარანტია გახდება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორების წინააღმდეგ.“

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან 2008 წლის ომი „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა, რუსოფობიის მაგალითებად რუსული საკრუიზო გემის „ასტორია გრანდეს“ ვიზიტი და „ყვარლის ტბაზე“ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილის დროს გამართული საპროტესტო აქციები დაასახელა.

 

spot_imgspot_img

პოპულარული

ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სისხლის სამართლის საერთაშორისო...

კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას მესამედით გაზრდის

შემოდგომაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე...

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული...

ნინო სუხიშვილის მიმართვა: ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი

„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ -...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI)...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია,...
spot_img

ყველა ამბავი

გვარამია:საკუთარი პარტიის პატიმრების ფულიც კი არ გადაუხდიათ. წითლიძე:ჩემო ნიკა, ტყუილად გგონია, რომ აქ ვინმე რამეს მოგითმენს

დაპირისპირება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ–ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის გრძელდება. ამჯერად ერთმანეთს ნიკა გვარამია და ანი წითლიძე...

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში XIX საუკუნის ციხესიმაგრე იყიდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, XIX საუკუნის გოთიკური სტილის ციხესიმაგრე შეიძინამდინარის ხედით. ქონება მისი კომპანიის ევროპული სათავო...

„სისტემური წამება ციხეში” – ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

პატიმრობაში მყოფი, 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ „ღირსების შემლახავ“...

მომატყუეთ, გადამაგდეთ, გამწირეთ! ფრთხილად იყავით — მალე შეგრცხვებათ თქვენივე განცხადებების, როდესაც ჩემს სიმართლეს გაიაზრებთ! – ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას”

"თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ..უსიტყვოდ ვიტვირთე მთელი ეს სიმძიმე და ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში " - ამის შესახებ...

ლარსზე მგზავრთა ნაკადის გაზრდას რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს

უპრეცედენტო რაოდენობის რუსეთის მოქალაქეთა მიერ ლარსის საზღვრის კვეთის შესახებ რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებს რუსული მედია მოსალოდნელ მობილიზაციას უკავშირებს.მობილიზაცია სახელმწიფო...

რუსეთის საბაჟომ ლარსზე მოგზაურთა ნაკადის ზრდის მიზეზები განმარტა, თუმცა თავად მონაცემები დღის განმავლობაში შეასწორა

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის (ФТС) განცხადებით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაკადის ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. უწყების...

თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო – ამერიკის საელჩო

“დღეს თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც „ჩაკრულომ” კოსმოსური მოგზაურობა დაიწყო. 1977 წლის 20 აგვისტოს, ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოსური...

“ჰიბრიდული ომია” – EU რუმინეთის მიერ საზღვაო დრონის განადგურებაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუმინეთის მიერ შავ ზღვაში საზღვაო დრონის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ "მუქარების...

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცამ განაცხადა, რომ...

აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორ მაღალჩინოსანზე — სასამართლოს პრეზიდენტზე, იაპონელ მოსამართლე...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა" -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.„ირაკლი...