ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

spot_imgspot_img

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით მარიონეტულ რეჟიმებს ეს თარიღი მიულოცა.

„26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ დღესასწაულს, რომელსაც მათი ბედისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს — აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების დღეს და რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარების დღეს.

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2008 წლის ამ დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ორი რესპუბლიკის ხალხების თავდადებული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ისინი გადაურჩნენ იმ განადგურებას, რომელიც მათ მაშინდელი საქართველოს დანაშაულებრივმა რეჟიმმა მოუმზადა, და საფუძველი ჩაეყარა საკუთარი ბედნიერი მომავლის მშენებლობას. „კოლექტიური დასავლეთის“ მხრიდან კონფლიქტის ესკალაციისკენ წაქეზების ფონზე რეგიონში ვითარების ნორმალიზებაში რუსეთის წვლილი ამ დღესასწაულს ჩვენი სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანს ხდის.

ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. 2008 წლის 9 სექტემბერს მოსკოვმა სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, ხოლო 17 სექტემბერს მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა.

ამჟამად ჩვენ ახალგაზრდა რესპუბლიკებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებასა და საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებაში ვეხმარებით. მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობების ჰარმონიზაციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

ვაპირებთ, მომავალშიც ფართომასშტაბიანი დახმარება გავუწიოთ მეგობარ ქვეყნებს სახელმწიფოებრიობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განმტკიცებაში. ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის გაძლიერებას, საერთო ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებას.

ძმურ რესპუბლიკებს — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს — მშვიდობას, სიკეთესა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“ – ნათქვამია მარია ზახაროვას განცხადებაში.

spot_imgspot_img

პოპულარული

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ...

რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები არიან. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ – ზელენსკი

"ეს რუსეთის მხრიდან ჩადენილი აბსოლუტური სისასტიკეა. ისინი უბრალოდ მონსტრები...

მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

"მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ...

რუსეთი უკრაინის დაშლას ტერორის გზით ცდილობს: ის წარმატებას ვერ მიაღწევს – მაკრონი

რუსეთი აგრძელებს და აძლიერებს თავისი აგრესიის დანაშაულს. უკრაინის დაშლას...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში,...

„ეს უკვე მეორე ტალღაა“–როგორ ვითარდება რუსეთში საწვავის კრიზისი

რუსეთში აგვისტოს დასაწყისში საწვავის კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო —...
spot_img

ყველა ამბავი

ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა."შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე...

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, - ამის შესახებ საგარეო საგარეო საქმეთა...

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17...

მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

"მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა " - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე...

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ მანქანაში აფეთქდა

სანქტ-პეტერბურგში საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ავტომობილში ააფეთქესის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოშ...

” ივანიშვილი და კობახიძე თავიდანვე არ დამთანხმდნენ, მაგრამ დავარწმუნე” – მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

ჯერ წუხელ პრემიერს დიდი ხნის განმავლობაში ვუსაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და ჩვენ სამ ადამიანს შორის...

ეფექტურად უნდა ჩამოვაგდოთ ის რაკეტები, რომლებსაც მოსკოვი ასე ებღაუჭება – ზელენსკი

„რუსეთი აგრძელებს ინვესტირებას რაკეტებსა და ომის გაფართოებაში, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი საპასუხო ზომები. ამ კვირაში ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა...

რა ხდება ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე — სტიქიის შემდეგ ახალი წყალდიდობის საფრთხეა

ნეპალში, ტიბეტის საზღვართან ახლოს, უეცარი წყალდიდობებისა და მეწყრების შემდეგ მასშტაბური საგანგებო ოპერაცია მიმდინარეობს. რა ვიცით ამ დროისთვის:ნეპალსა და ჩინეთის...

ცნობილი მსახიობი, ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით „The Rocky Horror Picture Show“-ში დოქტორ ფრენკ-ენ-ფურტერის როლით გაიცნო, 80...

27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28...

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება შეუფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად...

ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების...