პატრიარქი შიო:ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

spot_imgspot_img

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება, – ამის შესახებ პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მისი თმით,  გარდაცვალება არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში, რომლისთვისაც ადამიანები ან ცუდად ან საერთოდ არ ემზადებიან.

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აეყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ, ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. მის ხანგრძლივ, მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს ბევრი განსაცდელი, მწუხარება და ტანჯვაა, მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც მის ცხოვრებაში და ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით. ეს დღე, მიძინება ღვთისმშობლისა, რაზე გვაფიქრებს ჩვენ? – ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველი ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? – ეს არის რაღაც საშინელი მოვლენა, შეიძლება ითქვას, უაზროც, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერიდებით – ხოლმე. რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას, განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ, ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი, მარტო სახელწოდებაა მისი დარჩენილი. თუმცა მისი სახელიც კი ლიტონი გახდა, იმიტომ, რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას, დაძინებას, განსვენებას.

უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლადო“. გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში. წმინდა მამები ამბობენ, რომ „ეს არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში“. ადამიანი ხორციელად იბადება, ასევე, იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე, გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. აი, „მესამე დაბადებისთვის“, ჩვენ, სამწუხაროდ, ცუდად ვემზადებით ან საერთოდ არ ვემზადებით.

„მესამე დაბადების“ გაუცნობიერებლობის გამო, მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება.

დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე, დავფიქრდეთ ჩვენს ამ „მესამე დაბადების“ თაობაზე. იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. ყოფილიყოს დედა ღვთისა ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებსა და წამებში. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, დღეს პირველი ღვთისმშობლობაა მის გარეშე, ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, რა თქმა უნდა, გვენატრება მისი ლოცვა, მსახურება, მისი სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – თქვა პატრიარქმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

80 წლის ასაკში დოლი პარტონი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი დოლი პარტონი 80 წლის ასაკში...

აშშ–ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი მოსკოვში ჩავიდა–მედია

რუსეთში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ...

სლოვენიაში პრეზიდენტის რუსეთის დაზვერვასთან შესაძლო კავშირების გამო სკანდალია

პარლამენტის უსაფრთხოების კომიტეტი აპირებს სლოვენიის სადაზვერვო სამსახურს, SOVA-ს, მოსთხოვოს...

ფაშინიანის თქმით, სომხეთი EU-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში...

ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური მწყობრიდან გამოიყვანეს

ჰაკერებმა, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) არიან...

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...
spot_img

ყველა ამბავი

ოზურგეთში, ყაჩაღობის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მძიმე დანაშაული მოხდა, მოკლულია ადგილობრივი ქალი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა და მკვლელობა საცხოვრებელი სახლის გაძარცვის მცდელობას...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე...

WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამ მგზავრობის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს...

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 30 წლის  აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესარსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ...

ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – შარმანაშვილი აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე

"ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს" - „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ აქციების პერიოდში დაკავებულების...

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მსოფლიოში პირველად თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ჩატარდა

მსოფლიოში პირველ პაციენტს წარმატებით ამოკვეთეს თავის ტვინის სიმსივნე ოპერაციისას, რომლის დროსაც  ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში გამოიყენებოდა. რის ჰიბერტს, ორი შვილის...

ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა."შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე...

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან, - ამის შესახებ საგარეო საგარეო საქმეთა...

ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17...

მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

"მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა " - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე...

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ მანქანაში აფეთქდა

სანქტ-პეტერბურგში საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ავტომობილში ააფეთქესის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოშ...