ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ: მეუფე იაკობის ქადაგება

spot_imgspot_img

ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება – ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვაზე, ქადაგებისას განაცხადა.

„დიდი ხანია გაყუჩებული ვარ და არაფერს ვამბობ. ვფიქრობ, ჩემი იმით [საუბრით] სახელმწიფო ან რამე არ დავაზიანო. ხშირად ვამბობთ, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და შეხედეთ – ერთი მხრიდან არის ის „რუსები“, „რუსები“ – რუსებს ეძახიან ვიღაცებს, მეორე მხარე იძახის, „აგენტები“, „აგენტები“, „აგენტები“ – რეალურად, ამით შევრიგდებით? ვის საქმეს ვაკეთებთ, ხომ?!

მარტივად აგიხსნით, თუ იმის შნო არ გქონდა, რომ მარტივად დაილაპარაკებ, ეს იქნება შენი ოკუპანტი, თუ არა ოკუპანტი, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება, რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, მსოფლიო დიდია და შეგვჭამენ.

ქართველები ძალიან წინ უნდა ვიყოთ და სანამ ერთმანეთს დავჭამთ, ვერ ვიქნებით წინ. ეკლესია როცა ამბობს, რომ შევრიგდეთ და გავერთიანდეთ – ვისაც არ უნდა შერიგება, თქვას. ნებისმიერმა მხარემ თქვა და ზოგი ისეთია, თუ ვერ შეიგნო, რომ დამნაშავეა და შენდობა არ ითხოვა, უბრალოდ, ჩვენ ქრისტიანები იმას ვიზამთ, რომ იმას არ შევეხებით“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგა, სადაც ღმერთს სჭირდებოდა.

„ეკლესია საქართველოსთვის ყოველთვის დადგება, უბრალოდ, არ გვინდა, ჩვენ მხარე ვერ გავხდებით, მაგრამ გვინდა, რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს, ეს სულელური რაღაცები არ გრძელდებოდეს და გავჩერდეთ. ვინმე თუ კიდევ დააპირებს ჩემზე პასუხის გაცემას, ვანახებ, როგორ უნდა პასუხის გაცემა, როგორც უნდათ ისე მიიღონ. ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ ისინიც ხომ ჩვენნაირმა უნდა აგირჩიონ, ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩემი სათქმელი ეს იქნება – ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს, ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად. ვიცი, რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით, რაზე არის საუბარი, თქვენ თუ არა, ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად….

არავის ეგონოს, რომ რამეს გავატარებთ. ქართველები ვართ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გონზე მოვიდეთ. გონზე მოვიდეთ და ეს მასკარადები აღარ გვჭირდება, თორემ, რაც მითქვამს არ გამართლებულა? დღემდე, სამწუხაროდ, სწორი მოქცევა ვერ ვისწავლეთ, ვერც ერთმანეთთან, ვერც ღმერთთან და ვერც მოყვასთან“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

spot_imgspot_img

პოპულარული

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების...

კრასნოდარის მხარეში დრონის შეტევის შედეგად აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, დრონებით თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა აფიპსკის...

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 30 წლის  აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში...

რა ხდება ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე — სტიქიის შემდეგ ახალი წყალდიდობის საფრთხეა

ნეპალში, ტიბეტის საზღვართან ახლოს, უეცარი წყალდიდობებისა და მეწყრების შემდეგ...

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ მანქანაში აფეთქდა

სანქტ-პეტერბურგში საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ავტომობილში...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

მედვედევის თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ მათი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა” დაასრულა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია „ერთიანი რუსეთის"...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...
spot_img

ყველა ამბავი

ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.მოკლული, სავარაუდოდ, 40 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქეა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის მე-2 დასავლეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ტერორიზმისკენ...

რა გახდა აფხაზი ბლოგერის სიკვდილის მიზეზი: დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, აფხაზი ბლოგერი და აქტივისტი დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ის სახლში...

ოზურგეთში, ყაჩაღობის დროს ქალი შემოაკვდათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში მძიმე დანაშაული მოხდა, მოკლულია ადგილობრივი ქალი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა და მკვლელობა საცხოვრებელი სახლის გაძარცვის მცდელობას...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი, ზღვაში, 30 მეტრის სიღრმეზე...

პატრიარქი შიო:ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში - მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი...

WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამ მგზავრობის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს...

თბილისში აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, 30 წლის  აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესარსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ...

ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – შარმანაშვილი აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე

"ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს" - „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ აქციების პერიოდში დაკავებულების...

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მსოფლიოში პირველად თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია ჩატარდა

მსოფლიოში პირველ პაციენტს წარმატებით ამოკვეთეს თავის ტვინის სიმსივნე ოპერაციისას, რომლის დროსაც  ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში გამოიყენებოდა. რის ჰიბერტს, ორი შვილის...

ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა

"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა."შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე...