კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა – 7 ადამიანი დაიღუპა, 23 დაკარგულად ითვლება

spot_imgspot_img

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ხელისუფლება 23 მგზავრს ეძებს, რომლებიც საზღვაო ბორანის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. ბორანი კირენიის პორტიდან თურქეთის ქალაქ ტაშუჯუს მიმართულებით გავიდა. ბოლო მონაცემებით, თითქმის 270 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან 237 გადაარჩინეს, შვიდი ადამიანი კი დაიღუპა.

კატამარანის ტიპის ბორან Filojet-ს, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსსა და თურქეთს შორის ყოველდღიურ რეისებს ასრულებდა, ზღვაში გასვლიდან მალევე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე, წყალი შეუვიდა. სულ ოთხი საზღვაო მილის გავლის შემდეგ ხომალდი გადაბრუნდა.

სამაშველო ვერტმფრენებიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ სხედან სამაშველო ჟილეტებში ჩაცმული ადამიანები ბორანის კორპუსის მცირე ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ წყლის ზედაპირზე იყო დარჩენილი.

რამდენიმე საათის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხომალდზე მყოფთა ევაკუაცია დასრულდა და ზღვაში აღმოჩენილი ადამიანებიც ამოიყვანეს, ბორანი მთლიანად ჩაიძირა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის ადგილზე ზღვის სიღრმე 514 მეტრია.

განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე გაემართა ერთი სამგზავრო ხომალდი, ჩრდილოეთ კვიპროსის სასაზღვრო სამსახურის ოთხი საპატრულო კატარღა, თურქეთის ხუთი ანალოგიური ხომალდი და ორი ვერტმფრენი.

ბორანი Filojet ინციდენტამდე

„237 ადამიანამდე მივაღწიეთ, თუმცა ასევე ამოვიყვანეთ შვიდი დაღუპულის ცხედარი. ამით ძალიან დამწუხრებულები ვართ, — განაცხადა ჩრდილოეთ კვიპროსის ლიდერმა ტუფან ერჰურმანმა. — 23 ადამიანთან ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მათ ინტენსიურად ეძებენ. თუ ეს ადამიანები ჯერ კიდევ ხომალდის შიგნით არიან, მათთან მიღწევა, როგორც ჩანს, მარტივი არ იქნება.“

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ერჰან არიქლიმ თურქულ ტელეარხ TRT-ს განუცხადა, რომ 161 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ 76-ს კი სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

spot_imgspot_img

პოპულარული

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ მანქანაში აფეთქდა

სანქტ-პეტერბურგში საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ავტომობილში...

იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა – კალაძე ღარიბაშვილზე

"იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთა" - აცხადებს კახა...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის...

“საქართველომ დროულად თქვა უარი “ევროპულ პერანგზე“–რუსი ექსპერტი

კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალება –РИА Новости კიდევ ერთხელ წერს...

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს...

ავჭალაში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდთან 17 წლის მოზარდის ცხედარი...

მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

"მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ...

რუსეთის რამდენიმე რეგიონში Ozon-ის ობიექტები დრონების სამიზნე გახდა

რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში,...
spot_img

ყველა ამბავი

ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირთან დაახლოებას მხარი არ დაუჭირა

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმზე გაიმარჯვეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგები კვირას, 30 აგვისტოს, ადგილობრივმა...

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა და ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც...

Axios: CIA-ის ხელმძღვანელმა მოსკოვში სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა

Axios-ის ცნობით, CIA-ის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა ამ კვირის დასაწყისში მოსკოვში საიდუმლო ვიზიტის დროს კვლავ წამოაყენა დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა...

ვენაში მძარცველებმა დღისით მუზეუმიდან 600 ბრილიანტით შემკული ყელსაბამი მოიპარეს

ვენაში მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია ორი მამაკაცის მოსაძებნად, რომლებმაც მუზეუმიდან 600-ზე მეტი ბრილიანტით შემკული ყელსაბამი მოიპარეს. პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს დღისით ორმა...

ნორვეგიას ახალი მეფე ყავს – ვინ არის ჰოკონ VIII და როგორი მეფე იქნება

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ეს გლოვობს. ის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.  გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ჰოკონმა დაიკავა. ბევრ ნორვეგიელს მიაჩნია,...

ტრამპმა ვენესუელასთან „ისტორიული“ ნავთობის შეთანხმების შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ვენესუელასთან „ისტორიული“ შეთანხმება გააფორმა, რომლის შედეგადაც შეერთებულმა შტატებმა სამხრეთამერიკული ქვეყნის ნავთობის მარაგების...

The Telegraph რუსეთის მხრიდან ნატოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის ექვს სცენარს ასახელებს

გამოცემა The Telegraph  წერს, რომ დასავლეთის მთავრობები უკვე დიდი ხანია გამოდიან გაფრთხილებით ნატოზე თავდასხმის რისკის შესახებ. ამასთან, დაზვერვის სამსახურების...

“საქართველომ დროულად თქვა უარი “ევროპულ პერანგზე“–რუსი ექსპერტი

კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალება –РИА Новости კიდევ ერთხელ წერს სომხეთის მიერ არჩეულ “დამღუპველ პროევროპულ გზაზე.“ ამჯერად, ამ თემაზე ექსპერტი...

ბათუმში მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე...

დააკავეს კაცი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაზარალებული ქალის მეუღლეს გაუგზავნა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ...

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

შაბათს ისლანდიის ამომრჩევლებმა — კუნძულოვანი სახელმწიფოს თითქმის 400-ათასიანმა მოსახლეობამ — რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში...

ქარელში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

ქარელში ერთი პირის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის...