პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკა. ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად გადაადგილებისას გააჩერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება) მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

ჩხრეკის ვიდეო ელიზბარაშვილის თავშესაფრის Facebook გვერდზე პირდაპირი ეთერით გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, რომ გამომძიებელი ელიზბარაშვილს განუცხადებს, რომ „30-ში მომხდართან დაკავშირებით” საჩივრები არსებობს და აცხადებს, რომ საქმეზე მუქარის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

“30-ში რესტორან სხვაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, ტუალეტში ხელის დასაბანად ჩავედით, 8 კაცი მოვიდა, გადაკეტა კორიდორი და მეუბნებიან, ფეხს არ მოვიცვლით აქედან, სანამ ბოდიშს არ მოგვიხდიო, რატომ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, ვინ ხართ, არ გიცნობთ-მეთქი, ჩვენ TV იმედის თანამშრომლები ვართო, შენი პოზიცია არ მოგვწონს, უკრაინას მხარს რომ უჭერ და რუსებს, რომ აგინებო, არ “გვევასებიო” და ბოდიში უნდა მოგვიხადოო. ვუთხარი, ცოლს დავტოვებ სახლში ნახევარ საათში ჩამოვალ და დაგელაპარაკებით მეთქი, მეუღლე დავტოვე არც დამჭირდა ნახევარი საათი, 20 წუთში ჩამოვედი და ესენი გაიქცნენ, არცერთი არ დამხვდა და ახლა ესენი მიჩივიან მე?!” – ეუბნება ელიზბარაშვილი გამომძიებლებს.

თავად ელიზბარაშვილის თქმით, 30 აგვისტოს, ტბის მიმდებარედ მდებარე რესტორან „სხვაში”, მასთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდათ პირებს, რომლებმაც საკუთარი თავი წარადგინეს, როგორც ტელეკომპანია „იმედის” თანამშრომლები — მისივე თქმით, პრეტენზია მისი პოზიციისა და უკრაინის მხარდაჭერის გამო ჰქონდათ და ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. ელიზბარაშვილის განცხადებით, საკუთარი მხრიდან ბოდიშის მოხდის საფუძველს ვერ ხედავდა.

31 აგვისტოს ელიზბარაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მითითებული პირებისგან „სხვაში” მომხდარზე ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.

პოპულარული

“დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ“-ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი...

ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს „დამოუკიდებლობას“ ულოცავს

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს...

რუსეთის იერიშს კიევსა და მის შემოგარენში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა 1-ელი სექტემბრის ღამეს კიევსა და მის შემოგარენს ბალისტიკური...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის...

მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

"მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას -...

არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს – გიგა ფარულავა

"არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს "...

ყველა ამბავი

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს....

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." - მის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება, ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.29 აგვისტოს გავრცელდა...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც დეტალურად საუბრობს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე და კითხვას...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს დადგენილება, რომლითაც შეიცვალა 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილება „სამხედრო...

ვარშავაში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს „კანონიერი ქურდი“, რომელიც ქართული კრიმინალური ჯგუფების ზედამხედველობას გეგმავდა

საქართველოდან პოლონეთში ჩასული „კანონიერი ქურდი“ ვარშავის აეროპორტში დააკავეს და საქართველოში დააბრუნეს. ის პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა პირდაპირ აეროპორტის ტერმინალში, საპასპორტო...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის ჩადენისას დააკავა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. მათ დამამძიმებელ გარემოებაში...

სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ - როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებს, სამაშველო სამსახური ჩართულია და გოგონას ძებნა-შველის ოპერაცია...

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მდინარაძის მხილებას.. მტკიცებულებები შენახული აქვს – ადვოკატი

ელისო კილაძე გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას - მას მტკიცებულებები შენახული აქვს - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის,...

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის მხარდასაჭერად მილიონობით დოლარის გამოყოფას გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი სამშაბათს, 1...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი მოკლა და კიდევ ერთი დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი...