ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს. ამის შესახებ მან ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. უფრო დეტალურად, ამ შანსებზე არ დაკონკრეტებულა, თუმცა თქვა, რომ უპირველეს ყოვლისა შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს უკრაინასთან კონტაქტები ამჟამადაც აქვს – სპეცსამსახურების მეშვეობით.
„უპირველეს ყოვლისა, შეთანხმებას უშუალოდ რუსეთმა და უკრაინამ უნდა მიაღწიონ. ყველა სხვა ქვეყანამ, რომელიც მზადაა, ამას მხარი უნდა დაუჭიროს. საბოლოოდ, ეს პრობლემა კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა უნდა მოაგვარონ. ესენი კი რუსეთი და უკრაინა არიან. ეს მიდგომა მართებულია. ყველას მადლიერები ვართ, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილის შეტანას ცდილობს. არის თუ არა შანსი? ჩემი აზრით, დიახ, ის არსებობს. უკრაინასთან კონტაქტები გრძელდება, – პირველ რიგში სპეცსამსახურების მეშვეობით. ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად მივდივართ ამ კონტაქტებით სამშვიდობო შეთანხმებამდე, იმ განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო დროს უკრაინის პირველი პირებისგან მოვისმინეთ“ – განაცხადა პუტინმა

